თან სრული ტური ვერ შედგა. "გურია"-"ზუგდიდის" მატჩი მასპინძელთა ახალგაზრდა მეკარის, მიხეილ გოგუაძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო გადაიდო...
ორი მთავარი მოვლენა
ტურის მთავარი მოვლენა ლიდერის შეცვლაა. "დილამ" გასვლაზე 0:5 წააგო "სამტრედიასთან" და მეოთხე ადგილამდე დაქვეითდა. ამას წინათ, გორელთა დამრიგებელმა უჩა სოსიაშვილმა "ლელოსთან" საუბარში თქვა, რომ გუნდში არცთუ
თბილისის "დინამომ" მინიმალური ანგარიშით 1:0 მოუგო ბათუმის "დინამოს" და ლიდერობა დაიბრუნა. დინამოელებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი (ალექსანდრე იაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი, გიორგი ბეგაშვილი) აკლდათ. თბილისელებმა მეორე ტაიმში მოუმატეს, მათ შორის - გია გეგუჩაძის მიერ განხორციელებული ცვლილებების ხარჯზეც და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.
ბათუმელები, ჯერჯერობით, ბოლომდე ვერ ავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს საქართველოს ჩემპიონატში და ეს იმის ბრალიც უნდა იყოს, რომ ამ მომენტისთვის გუნდში არაერთი ტრავმირებული ფეხბურთელია.
ტურის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ქუთაისში მოხდა. "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ საჩხერის "ჩიხურასთან" განცდილი მარცხის (0:3) შემდეგ თანამდებობა დატოვა.
სენსაცია
სხვას ვერაფერს დაარქმევ გორის "დილას" გასვლით მარცხს "სამტრედიასთან". მარცხიცაა და მარცხიც - ჩემპიონს ნამდვილად არ ეკადრება 0:5! ამის ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი ზემოთ უკვე ვახსენეთ. ფაქტია, "დილა" ისეა დაკომპლექტებული ქართული მასშტაბებით, ასეთი ანგარიშით არავისთან უნდა აგებდეს. ალბათ, ფეხბურთელებმაც მეტი უნდა მოსთხოვონ საკუთარ თავს.ეს მატჩი არასოდეს დაავიწყდება 21 წლის შემტევ ავთანდილ ენდელაძეს, ვინც უმაღლეს ლიგაში პირველი დუბლი შეასრულა. ცნობისთვის - ის ახლო წარსულში გამორჩეული ფორვარდის, ზვიად ენდელაძის ვაჟია.
ქებათა ქება გია ცეცაძეს! "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი არ ღალატობს თავის საფეხბურთო გეზს - მისი გუნდი ლაღად და შედეგიანად თამაშობს.
წაუგებელი "სიონი"
სანამ ამ ტურის გამორჩეულ გუნდებზე გავაგრძელებდეთ საუბარს, მასპინძელთა დომინაციაზე ვთქვათ - მათ ამ ტურში შვიდივე შეხვედრა მოიგეს!არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ "ცხინვალის" შესანიშნავი გარჯა. კახა კაჭარავას გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ამ სამ შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა.
შესანიშნავ ფორმაშია გუნდის შეტევების ლიდერი ნიკა კაჭარავა. რაც საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო, მან უკვე 8 გოლი გაიტანა, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, ეს 8 გოლი... 4 დუბლისგან შედგება!
თუ ასე გაგრძელდა, კაჭარავა აუცილებლად იბრძოლებს ჩვენი პირველობის საუკეთესო ბომბარდირობისთვის.
აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ ლაშა ქოჩლაძე, ცხინვალელთა 20 წლის "ათიანი", ვინც ზედიზედ ორი მატჩია, ძალიან გააზრებულ ფეხბურთს თამაშობს. შემთხვევითი არ არის, რომ "კოლხეთთან" მოგებულ (5:1) შეხვედრაში მან ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
არ შეიძლება, არ აღინიშნოს "სიონის" 31 წლის ფორვარდის, დიმიტრი ტატანაშვილის დუბლიც. "სიონმა" ამჯერადაც იმარჯვა და სრულიად დამსახურებულადაა მეორე ადგილზე.
აფერუმ ვარლამ კილასონიას! მისი ხელმძღვანელობით, "სიონი" ერთადერთ გუნდად რჩება საქართველოში, რომელსაც ამ სეზონის (იგულისხმება სათასო მატჩებიც) დაწყებიდან მოყოლებული, თამაში არ წაუგია...
პირველად, 20 წლის შემდეგ...
მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა თერჯოლის "საპოვნელამ". თერჯოლელებმა საქართველოს პირველობის უმაღლეს ლიგაში 20 წლისა და 4 თვის შემდეგ მოიგეს!გოლის გემო გაიხსენა "შუქურას" ლიდერმა გიორგი ჩელებაძემ. მამამისს, რევაზ ჩელებაძეს, ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, 2 ოქტომბერს 60 წელი შეუსრულდა...
ფაქტები
საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა "ლოკომოტივის" 27 წლის მცველმა გიორგი ხიდეშელმა. უმაღლეს ლიგაში პირველი მატჩი ითამაშა "ჩიხურას" ფეხბურთელმა ომარ კურტანიძემ.ტურში ნაჩვენები იქნა 3 წითელი ბარათი. აქედან ორი - "კოლხეთს" ერგო...
ანონსი
სანაკრებო შესვენებით გამოწვეული პაუზის შემდეგ მართლაც განსაკუთრებული მატჩი გველოდება. ქუთაისში გასამართავ ქართულ "კლასიკოში" ერთმანეთს "ტორპედო" და თბილისის "დინამო" შეხვდებიან. მოლოდინად ღირს. მანამდე კი საქართველოს ნაკრებს ვუქომაგოთ გიბრალტართან და გერმანიასთან შეხვედრებში!
ავტორები:
გია ტუხაშვილი
ალეკო კაკაურიძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
დინამო ბატუმი.