ბოლოს ესპანელი სპეციალისტი ყატარულ ''Lekhwiya SC''-ის რიგებში ცნობილი მწვრთნელის, მიქაელ ლაუდრუპის ასისტენტი იყო. გუნდთან ერთად 2014-15 წლების სეზონში ქვეყნის ჩემპიონი გახდა. 2015 წელს კი ყატარის პრინცის სახელობის თასის გამარჯვებულიც გახდა.
დღეს გუნდმა, ჟერარდ სარაგოსას ხელმძღვანელობით, საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე პირველი ვარჯიში გამართა.
''ლოკომოტივის'' ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძე კი ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების მენეჯერად დაინიშნა.