თბილისის ''ლოკომოტივს'' ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
თბილისის ''ლოკომოტივის'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვასილ მაისურაძის ნაცვლად ჟერარდ სარაგოსა მულენი დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ბოლოს ესპანელი სპეციალისტი ყატარულ ''Lekhwiya SC''-ის რიგებში ცნობილი მწვრთნელის, მიქაელ ლაუდრუპის ასისტენტი იყო. გუნდთან ერთად 2014-15 წლების სეზონში ქვეყნის ჩემპიონი გახდა. 2015 წელს კი ყატარის პრინცის სახელობის თასის გამარჯვებულიც გახდა.

დღეს გუნდმა, ჟერარდ სარაგოსას ხელმძღვანელობით, საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე პირველი ვარჯიში გამართა.

''ლოკომოტივის'' ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძე კი ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების მენეჯერად დაინიშნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული