უმაღლესი ლიგა. VIII ტური: ოთარ მარცვალაძის ჰეთ თრიქი

AutoSharing Option
18 ოქტომბერს უმაღლესი ლიგის VIII ტურის დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა.

გორის "დილამ" საკუთარ მოედანზე ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა. შეხვედრა ანგარიშის გახსნა მასპინძლებმა 32-ე წუთზე გიორგი ერისთავის გოლის წყალობით შეძლეს. 43-ე წუთზე კი გიგა სამხარაძემ უპირატესობით გაზრდა ორ ბურთამდე მოახერხა. პირველი ტაიმი გორელების გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის ანგარიშიც კვლავ მასპინძლებმა გახსნეს. ოთარ მარცვალაძემ გოლი 54-ე წუტზე შეაგდო. 74-ე წუტზე მარცვალაძემ დუბლი მიითვალა. მარცვალაძე ამაზე არ გაჩერდა და 90-ე წუთზე ჰეთ თრიქი შეასრულა. საბოლოოდ "დილამ" ანაგრიშით 5:0 მოიგო.

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-გურია 5:0 (2:0)
გოლები: 1:0 გიორგი ერისთავი (32), 2:0 გიგა სამხარაძე (43), 3:0, 4:0, 5:0 ოთარ მარცვალაძე (54, 74, 90)
დისკვალიფიკაცია: გუგა ფალავანდიშვილი (დილა)

* * *

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე "ცხინვალმა" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა. გუნდებს შორის პირველი ტაიმი უგულო ფრედ დასრულდა.

მეორე ტაიმში კი "ცხინვალი" დაწინაურდა. 53-ე წუთზე ვასილ ბაჩიაშვილმა გაიტანა. 84-ე წუთ გიორგი კორიფაძემ გათანაბრება შეძლო. საბოლოოდ მატჩი ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.

თბილისი, "მიხეილ მესხი" სათადარიგო
ცხინვალი-ჩიხურა 1:1 (0:0)
გოლი: 1:0 ვასილ ბაჩიაშვილი (53), 1:1 გიორგი კორიფაძე (84)

შეგახსენებთ, რომ "ზუგდიდი"-"სიონი" გადაიდო.

სატურნირო ცხრილი: 1. დილა - 19, 2. დინამო (თბ) - 19, 3. სიონი - 17 (ცხრილი gff.ge-ს მიხედვით)


* * *

17 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემიონატის უმაღლესი ლიგის VIII ტურის ოთხი მატჩი გაიმართა.

ცენტრალური დაპირისპირება ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 68-ე წუთზე დათა სიჭინავამ გახსნა, სტუმრებმა კი ქულის გადარჩენა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე, ბაჩანა არაბულის გოლით შეძლეს.

თბილისის "დინამო" 19 ქულით კვლავ სატურნირო ცხრილის ლიდერია, თუმცა თამაში რეზერვში აქვს მეორეადგილოსან ბოლნისის "სიონს", რომლის აქტივში 17 ქულაა.

* * *
საინტერესო დაპირისპირება გაიმართა ქობულეთში, სადაც ბათუმის "დინამომ" "სამტრედიას" უმასპინძლა და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა.

ანგარიში უკვე მე-5 წუთზე გიორგი ბერიაშვილმა გახსნა, რომელმაც 71-ე წუთზე დუბლი მიითვალა.

* * *
სტუმრად მარტვილში სამი ქულა მოიპოვა ქობულეთის "შუქურამ", რომელმაც "მერანს" ანგარიშით 2:1 მოუგო. სამივე გოლი სტუმართა ანგარიშზეა - 27-ე წუთზე ავტოგოლი ალან ბაგაევმა გაიტანა, 45-ეზე გიორგი ჩელებაძემ გაათანაბრა, საბოლოო ანგარიში კი ელგუჯა ლობჟანიძემ 94-ეზე დააფიქსირა.

* * *
ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა ფოთის "კოლხეთმა" თბილისის "ლოკომოტივს". ლანჩხუთში გამართულ მატჩში ყველა გოლი პირველ ტაიმში გავიდა. მე-18 წუთზე ანგარიში ალექსანდრე კოშკაძემ გახსნა, 24-ზე კი ნიკოლოზ სიჭინავამ უპირატესობა ორბურთიანი გახადა. შესვენებამდე დუბლის შესრულება მერაბ გიგაურმა (40-ე, 43-ე) მოასწრო.
მკითხველის კომენტარები / 6 /
"გურია" კარგი გუნდია,პირველი ტაიმი ცუდად არ უთამაშიათ.მეორე ტაიმში ძალიან გაუჭირდათ, ფეხბურთელებს ფეხები ეკეცებოდათ და ბევრ შეცდომებს უშვებდნენ,ეტყობა ფიზმომზადებაში მაგრად მოიკოჭლებენ.
goreli
13:18 19-10-2015
0
თენგო მეგობარო მეორე სტატიაზე ადევს ვიდე და თუ სურვილი გაქვს ნახე
gori--TENGOS
13:12 19-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული