12:55 19-10-2015
კოლხეთი-ლოკომოტივი 4:0 - გამოცდილების ხარჯზე [VIDEO]
AutoSharing Option
ახალი მწვრთნელებიო, ვთქვით და, თუ გელა სანაია, თავის დროზე, ფოთელთა მწვრთნელობიდან ისე დაითხოვეს, ვარჯიშიც არ ჩაუტარებია, ჟერარდ სარაგოსა მულეტი "ლოკომოტივის" თავკაცი საკმაო ხანი გახლდათ.
ქართველმა უცხოელი აშკარად დაჯაბნა, თუმცა ეს უფრო "კოლხეთის" მობურთალთა იმ უდიდესი უპირატესობის შედეგი იყო, რაც ფოთელებს თუნდაც გამოცდილების მხრივ, გაცილებით მეტი აქვთ შედარებით გამოუცდელ დედაქალაქელებთან.
სწორედ გამოცდილების ხარჯზე მოახერხა "კოლხეთმა" ანგარიშის გახსნა, თუმცა ნომინალური მასპინძლები მანამდეც მწვავედ უტევდნენ, ვიდრე ალეკო კოშკაძე მეტოქის მეკარესა და მცველს შეცდომას დააშვებინებდა - ქიქავა-მიქავას შეუთანხმებლობას დადარაჯებულმა ვეტერანმა ცარიელი კარის ბადე შეარხია.
ამან "ლოკომოტივი" დააბნია: "კოშკას" მოწოდებულ კუთხურს მოწოდების სიმაღლეზე ვერც მცველები დაუხვდნენ და მეკარესაც მაღალ ბურთზე გამოსვლა მართებდა, შორეული ძელის სიახლოვეს დადარაჯებულმა ნიკა სიჭინავამ კი, ფაქტობრივად, მატჩის ბედი გადაწყვიტა.
თუმცა "კოლხეთი" ამაზე არ გაჩერებულა და ტაიმის მიწურულს მერაბ გიგაურმა ორი ლამაზი გოლით (ორივეჯერ ლევან კაკულიას ასისტენტობით) სტუმრებს ბოლო მოუღო.
ამ პერიოდში ჟერარდ სარაგოსას შეგირდებს ხეირიანად მეტოქის მეკარე არ შეუწუხებიათ. მეორე ტაიმში კი ეცადნენ, პრესტიჟის გოლი მაინც გაეტანათ, თუმცა მათ მცდელობას კოლხთა უკანა ხაზი და მეკარე გადაეღობნენ.
თავის მხრივ, ფოთელებს დიდად არ გაუმწვავებიათ თამაში და მატჩი მშვიდად ჩაასრულეს - მათ ხომ მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს, მათ შორის - ფსიქოლოგიური თვალსაზრისით...
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VIII ტური
17.10. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
კოლხეთი-ლოკომოტივი 4:0
გოლები: 1:0 კოშკაძე (18), 2:0 სიჭინავა (24. კოშკაძის პასით), 3:0 გიგაური (40), 4:0 გიგაური (43. კაკულიას პასებით)
კოლხეთი: სეფიაშვილი, ქებურია, ზ. თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა, პოლულიახი, გიგაური (62. გოგონაია), კოშკაძე (80. ა. შენგელია), ჟიშკარიანი, ლ. კაკულია (70. გ. კვარაცხელია), ნ. სიჭინავა.
სათადარიგოები: ძაგანია, მ. აფხაზავა, კუხალეიშვილი, ინჯიბაშვილი
მწვრთნელი: გელა სანაია
ლოკომოტივი: მიქავა, კ. ღაღანიძე, გავაშელიშვილი (64. ზ. ქანთარია), ართმელაძე (80. კიკნაძე), ხიდეშელი, ქიქავა, თექთურმანიძე, არველაძე, გაბაძე, უბილავა, სამურკასოვი (11. ჩიხლაძე).
სათადარიგოები: კუპატაძე, ჩიტეიშვილი, გეთიაშვილი, ღვინიაშვილი
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა
გაფრთხილება: ლემონჯავა (30), კაკულია (39)
არბიტრი: გ. დოგრაშვილი
ბომბარდირები
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
ო. მარცვალაძე (დილა) 7
მომდევნო, IX ტური
23 ოქტომბერი, პარასკევი
ჩიხურა-კოლხეთი
დინამო (თბ)-ცხინვალი
გურია-დინამო (ბთ)
სიონი-დილა
სამტრედია-ტორპედო
შუქურა-ზუგდიდი
24 ოქტომბერი, შაბათი
საპოვნელა-მერანი
25 ოქტომბერი, კვირა
ლოკომოტივი-საბურთალო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული