უმაღლესი ლიგა. IX ტური: თბილისური დერბი "ლოკომოტივმა" მოიგო

AutoSharing Option
25 ოქტომბერს უმაღლესი ლიგის მე-9 ტური თბილისური დერბით დასრულდა - ვაკეში "ლოკომოტივმა" "საბურთალოს" უმასპინძლა და 3:2 მოუგო.

პირველ ტაიმში "ლოკომოტივი" დავით უბილავამ და შერმადინ ართმელაძემ დააწინაურეს - 2:0.

49-ე წუთზე ალექსი ბენაშვილმა ანგარიში 3:0 გახადა, ამის მერე "საბურთალომ" ორი გოლი გაიტანა (ალთუნაშვილი, გოშთელიანი), მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატს 22-22 ქულით გორის "დილა" და თბილისის "დინამო" ლიდერობენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული