პირველ ტაიმში "ლოკომოტივი" დავით უბილავამ და შერმადინ ართმელაძემ დააწინაურეს - 2:0.
49-ე წუთზე ალექსი ბენაშვილმა ანგარიში 3:0 გახადა, ამის მერე "საბურთალომ" ორი გოლი გაიტანა (ალთუნაშვილი, გოშთელიანი), მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატს 22-22 ქულით გორის "დილა" და თბილისის "დინამო" ლიდერობენ.