უმაღლესი ლიგა. XI ტური: თბილისის "ლოკომოტივმა" "ზუგდიდი" დაამარცხა

AutoSharing Option
6 ნოემბერს უმაღლესი ლიგის XI ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა, ვაკეში "ლოკომოტივმა" "ზუგდიდს" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

21-ე წუთზე ანგარიში ზვიად ქანთარიამ გახსნა, 37-ე წუთზე მეორე გოლი სტუმართა კარში გიორგი ხიდეშელმა გაიტანა.

მეორე ტაიმის მიწურულს, 85-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა კიდევ ერთხელ დამწუხრა "ზუგდიდი".

"ლოკომოტივს" 11 თამაშიდან 13 ქულა აქვს, "ზუგდიდს" 10 თამაშიდან - 5.

ტურის დანარჩენი მატჩები 7 და 8 ნოემბერს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XI ტურის წინ: უკანასკნელი პაუზა
მკითხველის კომენტარები / 1 /
გიორგი ხიდეშელი ფორმაში შედის და მჯერა ეს ნაკრებისთვისაც საიმედო რეზერვი იქნება.
devi
10:40 07-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული