12:17 09-11-2015
შუქურა-დინამო (ბთ) 0:1 - აჭარული გარჩევები [VIDEO]
AutoSharing Option
ამის მიუხედავად, შოთა ჭეიშვილის გაწვრთნილებმა უპრინციპულესი შეხვედრა მოიგეს და ეს იმ დროს, როცა თემურ შალამბერიძის "შუქურა" სამეულში მოსახვედრად იბრძვის და მოგება ჰაერივით სჭირდებოდა.
ბათუმელებმა ანგარიში მე-15 წუთზე გახსნეს: მარცხენა ფლანგიდან "დინამოს" პორტუგალიელი ლეგიონერი ლუის მედინა საჯარიმოში მცველს გასცდა და მახვილი კუთხიდან კარში დაარტყა. მეკარე აზამატ ჯიოევმა ბურთი კარის წინ მოიგერია, 20 წლის თამაზ მაქაცარიამ კი დასწრებაზე კარგად ითამაშა და საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.
სხვათა შორის, მამამისი, დავით მაქაცარიაც, 90-იან წლებში ბათუმის "დინამოს" ნახევარმცველი იყო...
მალე ბათუმელებს სხვაობის გაზრდა ისევ მაქაცარიას აქტიურობის შედეგად შეეძლოთ: მან მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ვაკო თევდორაძე მოძებნა, რომლის სახიფათო დარტყმასაც ჯიოევი გადაეღობა.
მერე კი გელა გოგიტიძემ შეუტია და ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა.
ქობულეთელები უტევდნენ, მაგრამ ბოლო ფაზაში სიზუსტე აკლდათ. მაგალითად, ტაიმის მიწურულს და მეორე ნახევრის დასაწყისში "შუქურას" საყრდენმა ადრიან პუკანიჩმა ორჯერ სახიფათოდ დაარტყა, თუმცა ორივეჯერ - კარს ააცილა.
მეორე ტაიმში უპირატესობას ქობულეთელები ფლობდნენ და მწვავედაც უტევდნენ. ოთხჯერ შეეძლო ანგარიშის გათანაბრება ელგუჯა ლობჯანიძეს, მაგრამ ეს მისი დღე არ ყოფილა - მაგალითად, 61-ე წუთზე, რევაზ გეწაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ, მეკარის საჯარიმოდან ვერ გაიტანა; მერე კი გრიგოლ დოლიძემ ასისტენტობა სამჯერ გაუწია, მაგრამ ჯერ ბურთს მცველი გადაეფარა და ბათუმელები გადაარჩინა.
83-ე წუთზე ლობჯანიძემ ბურთი უკვე ძელს მოარტყა, ბოლო წუთზე კი "შუქურას" თავდამსხმელი დამატებაზე ცდილობდა წონასწორობის აღდგენას, როდესაც დოლიძის მიერ დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა - ამ ეპიზოდში მეკარე შოთა მამინაშვილმა ბურთი კარის ხაზზე მოიგერია.
ასე დასრულდა ეროვნულ ჩემპიონატსა და თასზე "შუქურას" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია, ბათუმის "დინამომ" კი უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XI ტური
08.11. ქობულეთი. "ჩელე არენა"
შუქურა-დინამო (ბთ) 0:1
გოლები: 0:1 მაქაცარია (15. ლუის მედინას პასით)
შუქურა: ჯიოევი - გეგეჭკორი, ბაგაევი, ბაჯელიძე, ჩალაძე - პუკანიჩი, თარხნიშვილი - ინგოროყვა (46. დოლიძე), ურიდია, გეწაძე (84. კომახიძე) - კაკალაძე (57. ე. ლობჯანიძე).
სათადარიგოები: კაკალაძე, ცხოვრებოვი, კერძევაძე
მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე
დინამო: მამინაშვილი - ქორიძე, მახარაძე, გოგიტიძე, სუხიაშვილი - ტეტუნაშვილი, ვარშანიძე - მაქაცარია (58. ქავთარაძე), ფონიავა (87. აბუსელიძე), თევდორაძე (77. გ. კაშია) - ლუის მედინა.
სათადარიგოები: ქათამაძე, დიასამიძე, კვანტალიანი, ტაკიძე
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გაფრთხილებები: ჩალაძე (22), ბაჯელიძე (37), ვარშანიძე (75), თევდორაძე (77), ფონიავა (85)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.
ბომბარდირები:
ო. მარცვალაძე (დილა) 10
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 9
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
დ. ტატანაშვილი (სიონი) 7
XII ტური
21 ნოემბერი, შაბათი
ზუგდიდი-საბურთალო
კოლხეთი-მერანი
დილა-ლოკომოტივი
დინამო (ბთ)-საპოვნელა
ტორპედო-შუქურა
ჩიხურა-გურია
დინამო (თბ)-სამტრედია
22 ნოემბერი, კვირა
ცხინვალი-სიონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული