"ზუგდიდი" "სიონთან" მატჩის წინ facebook-ზე გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდი" ხვალ, 14 ნოემბერს, "ბაიას" ბაზაზე  პრინციპულ მატჩს გამართავს ბოლნისის "სიონის" წინააღმდეგ. გუნდი შეკრებაზეა გადასული და ხვალინდელი შეხვედრისთვის ოპტიმალურად ემზადება.

 

კლუბის ოფიციალურ საიტზე განცხადება გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულმა დღევანდელმა განცხადებამ დიდი აჟიოტაჟი  და გაუგებრობა გამოიწვია თვით საფეხბურთო კლუბში. გავრცელებული  ინფორმაცია, თითქოს გუნდი ხვალინდელი შეხვედრისთვის უფინანსობის გამო სავარჯიშოდ არ გასულა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

ამ საკითხზე კომენტარი ს.კ. "ზუგდიდის" მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ გააკეთა:

"მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო მდგომარეობა არასახარბიელო გვაქვს, ფეხბურთელები მაქსიმალურად ემზადებიან ხვალინდელი შეხვედრისათვის და ეს ერთ-ერთი
პრინციპული თამაში იქნება.

რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ფეხბურთელებს მერიის მხრიდან "საბოტაჟი" მოუწყვეს და ისინი უფინანსობის გამო, პროტესტის ნიშნად, თითქოს სავარჯიშოდ არ გასულან, ყოველგვარ სინამდვილეს მოკლებულია.

იმ პერიოდში, როცა თითოეულ ქულას გუნდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვფიქრობ, რომ თითოეულ ადამიანს, გულშემატკივარს მართებს, გუნდთან ერთად დადგეს.

რაც შეეხება ფინანსებს - კლუბის მხრიდან არსებულმა ტექნიკურმა მხარემ, რამაც ორდღიანი გაუგებრობა გამოიწვია, ამოწურულია, მერიის მისამართით გაკეთებული განცხადებები კი - საფუძველს მოკლებული, რადგან მერიის მხრიდან თანხის გადარიცხვის დაგვიანება თავად კლუბში შექმნილმა ტექნიკურმა ხარვეზმა განაპირობა.

ვაცხადებ, რომ არსებული პრობლემა მოგვარებულია და ხელფას-პრემია ფეხბურთელებზე გაცემულია. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, პირდაპირ ვიტყვი და მადლობას ვეუბნები ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და მის ხელმძღვანელს, ირაკლი გოგოხიას, რომელიც ერთ-ერთი დიდი გულშემატკივარია ჩვენი გუნდის.

ხვალინდელი შეხვედრისთვის კი ჩვენ ოპტიმალურად ვემზადებით", - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: fczugdidi.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული