"სიონთან" წაგების შემდეგ ბესიკ შეროზია "ზუგდიდიდან" დაითხოვეს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი ბესიკ შეროზია და მთლიანად, სამწვრთნელო შტაბი, ბოლნისის "სიონთან" განცდილი საშინაო მარცხის შემდეგ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ინფორმაცია კლუბში ჩვენთვის სანდო წყარომ მოგვაწოდა.

მის თანახმად, მერვე ტურის გამოტოვებული შეხვედრის წინ, კლუბის ხელმძღვანელობამ შეროზიას ულტიმატუმი წაუყენა - მარცხის შემთხვევაში, მას გუნდის დატოვება მოუწევდა. შეროზიამ დავალება ვერ შეასრულა. "ზუგდიდმა" შინ, "სიონთან" მატჩი 1:3 დათმო და ახლა 5 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დარასელიას დაუძახეთ, უმუშევარია და მაგან რომ ზუგდიდში თამაშები მოიგო, იმდენი ტორპედოში ორ სეზონში არ მოუგია. ოღონდ ის არ იკითხოთ როგორ და ვისი დახმარებით მოიგო?
კლიმენტი
19:57 15-11-2015
0

სიახლეები პოპულარული