თბილისის "დინამო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს დაიმატებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თურქეთის მეორე ლიგის ბინადარ "ქარშიაქას" ქართველი მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი ახალი წლიდან თბილისის "დინამოში" ითამაშებს.

Sportall.ge-ს ინფორმაციით, ეს უკვე გადაწყვეტილია.

ამისულაშვილის დამატებასთან დაკავშირებით, საუბრები მიმდინარე სეზონის წინაც მიდიოდა, თუმცა ფეხბურთელმა აზერბაიჯანიდან გეზი თურქეთის მეორე ლიგისკენ აიღო.

ამგვარად, 33 წლის გამოცდილ მცველს, მეორე წრიდან, ეროვნულ ჩემპიონატში ვიხილავთ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მშვენიერია ევროტურნირებისთვის!
svani_7
17:42 16-11-2015
0
Dinamo eqsperimentebis gundia
Giorgi
17:04 19-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული