უმაღლესი ლიგა. XII ტური: თბილისის "დინამომ" "სამტრედიას" მოუგო

AutoSharing Option
26 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XII ტურის კიდევ ერთი მატჩი გაიმართა. სატურნირო ცხრილის ლიდერმა თბილისის "დინამომ" "სამტრედიას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

"დინამო არენაზე" გამართულ შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა 32-ე წუთზე, ბუდუ ზივზივაძის გოლით გახსნეს. ტაიმი მაინც დინამოელებმა მოიგეს, გათანაბრება ჯაბა ჯიღაურმა შეძლო, შესვენებამდე კი თავისიანები წინ გიორგი გურულმა გაიყვანა. ჯიღაურმა 61-ე წუთზე დუბლი შეასრულდა და საბოლოო ანგარიშით დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით დინამოელებმა 31 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ. 28 ქულაა გორის "დილას" ანგარიშზე.

დღესვე ქუთაისში
"ტორპედო" ქობულეთის "შუქურას" მიიღებს, ტური კი კვირას ორი მატჩით დასრულდება.

დინამო (თბ)-სამტრედია 3:1
გოლები: 0:1 ბუდუ ზივზივაძე (32), 1:1 ჯაბა ჯიღაური (43), 2:1 გიორგი გურული (45), 3:1 ჯაბა ჯიღაური (61).

დილა-ლოკომოტივი 1:0
გოლი: 1:0 ისლამ მაშუკოვი (6).

ჩიხურა-გურია 5:0
გოლები: 1:0 მიხეილ სარდალიშვილი (27), 2:0 თორნიკე მუმლაძე (60), 3:0 მიხეილ სარდალიშვილი (68), 4:0 თორნიკე მუმლაძე (85), 5:0 გიორგი ჭანკოტაძე (89, პენ).

დინამო (ბთ)-საპოვნელა 1:0
გოლი: 1:0 ვაკო თევდორაძე (15).

კოლხეთი-მერანი 2:1
გოლები: 0:1 ვასიკო გოგოლიძე (65), 1:1 ნიკოლოზ სიჭინავა (89), 2:1 ლევან კუხალეიშვილი (90).

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XII ტურის წინ: გავუფრთხილდეთ ინტრიგას!
მკითხველის კომენტარები / 2 /
დინამომ ყველაფერი გააკეთა რომ სამტრედიას მოეგო, სამტრედიამ კი ყველაფერი გააკეთა რომ დინამოს მოეგო და მოიგო კიდეც დინამომ.

ასე რომ, დინამომ მოგებაში სამტრედიელთა წვლილი მეტია ვიდრე დინამოელების.

ცეცაძე ,არ წახვალ დროულად შენი დაცვიანად და თავდამსხმელებიანად?
ეს "პელიტო" კიდევ ვინა ჰყავთ სამტრედიელებს ბურთს რომ ემალება?
გუადუა
01:01 22-11-2015
0
რა შესდით ? ან რათ უნდა ეს დინამო :D:D:D 1 თამაშიდან 30 ლარი შევიდეს მახ :D:D:D:D
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული