პირველი ლიგის 18 კლუბიდან ლიცენზირების სურვილი მხოლოდ რვას აქვს?!

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის კლუბებს 10 ნოემბრამდე ნებაყოფლობით უნდა წარმოედგინათ წერილობითი დადასტურება, რომ 2016/17 წლებში ლიცენზირების პროცესში მონაწილეობა სურდათ.

სფფ-ის კლუბების ლიცენზირებისა და მონიტორინგის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დადგენილ ვადაში ფედერაციამ დასტური მხოლოდ 8 კლუბისგან ("ლიახვი", "სამგურალი", "ბორჯომი", "გაგრა", "ვიტ ჯორჯია", "მაჭახელა", "ოდიში", "ჭიათურა") მიიღო.

სწორედ ისინი შეუერთდებიან უმაღლესი ლიგის 16 კლუბს მიმდინარე სეზონში ლიცენზირების პროცესის გასავლელად, რომელიც ნოემბრის ბოლოს დაიწყება და 2016 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

საბოლოო გადაწყვეტილებები ეროვნული და უეფას ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით 31 მაისამდე გახდება ცნობილი.

ისე კი, საინტერესოა, რომ
პირველი ლიგის გათამაშებაში სულ 18 გუნდი მონაწილეობს, მაგრამ მათგან ლიცენზირების სურვილი მხოლოდ 8 მათგანმა გამოხატა. დანარჩენები რას ფიქრობენ, ეს ჯერჯერობით გამოცანაა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული