ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.
დინამომდე იგი პრეზიდენტის მრჩევლად სერბულ "ვოივოდინაში" მუშაობდა, შემდეგ იკავებდა გენერალური დირექტორის პოსტს გორის "დილაში" და ბოლო 4 სეზონი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" აღნიშნულ თანამდებობაზე მოღვაწეობდა.
მიხეილ ხუციშვილი "დინამოს" რიგებში 1997-98, 1999-00 და 2006-08 წლებში თამაშობდა, ხოლო 2007-08 წლებში გახდა კლუბის საუკეთესო ბომბარდირი.
"დინამოს" ყოფილი დირექტორი ნიკოლოზ ჯღარკავა კი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტად იქნა არჩეული და საქმიანობას ფეხბურთის ფედერაციაში განაგრძობს.