15:48 30-11-2015
როგორი იქნება ბათუმის საფეხბურთო სტადიონი [VIDEO]
AutoSharing Option
სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და უეფას სტანდარტებით აშენდება.
უეფას სტანდარტების 20 000 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება. სტადიონის მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილია 12 984 000 მლნ ლარი, რომელიც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და პირველი ეტაპის სამუშაოებს მოხმარდება.
სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. სტადიონის ტრიბუნები გადახურული იქნება. იმის გათვალისწინებით, თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით რამდენიმე ტიპის დიზაინით განათდება. შენობა საქართველოს, აჭარის და ბათუმის "დინამოს" დროშის, ასევე, საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება.
სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: ავტობუსების, მოთამაშეების, VIP და მედიის. ტერიტორიაზე 1000-ზე მეტ მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
გმირთა მოედნის საწყისი გეგმაც დაამახინჯა ამ მთავრობამ. იგივეა შვრება ეხლაც მგონი,ერთი შეასრულა(სანაპირო ქვეყნებში ჯობია სტადიონიტქო), მეორე კი არ სრულდება: სტადიონს ირგვლი შემოავლეთ სასტუმრო დანიშნულების კორპუსითქო. ანუ სკამებიდან კი არა, ბალკონებიდანაც მოუწიოთთქო ცქერა. სასტუმროც იქნება და სათამაშო მოედანიც.
-ბედნიერია საქართველო ასეთი გულშემატკივრები რომ ჰყავს, რაღა გვიჭირს ამნაირების შემხედვარე!
-ვინ არიან ეს ხალხი, ვის ხელშია ჩვენი ქვეყნის ბედი?
-უკეთურნო გეშინოდეთ სიმართლის!!!