როგორი იქნება ბათუმის საფეხბურთო სტადიონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბათუმის საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია "BAHADIR KUL ARCHITECTS"-ის პროექტით აშენდება.

სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და უეფას სტანდარტებით აშენდება.

უეფას სტანდარტების 20 000 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება. სტადიონის მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილია 12 984 000 მლნ ლარი, რომელიც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და პირველი ეტაპის სამუშაოებს მოხმარდება.

სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. სტადიონის ტრიბუნები გადახურული იქნება. იმის გათვალისწინებით, თუ რა ტიპის შეხვედრა
ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით რამდენიმე ტიპის დიზაინით განათდება. შენობა საქართველოს, აჭარის და ბათუმის "დინამოს" დროშის, ასევე, საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება.

სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: ავტობუსების, მოთამაშეების, VIP და მედიის. ტერიტორიაზე 1000-ზე მეტ მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
აშენდება თუ უკვე შენდება/აშენდა?
გმირთა მოედნის საწყისი გეგმაც დაამახინჯა ამ მთავრობამ. იგივეა შვრება ეხლაც მგონი,ერთი შეასრულა(სანაპირო ქვეყნებში ჯობია სტადიონიტქო), მეორე კი არ სრულდება: სტადიონს ირგვლი შემოავლეთ სასტუმრო დანიშნულების კორპუსითქო. ანუ სკამებიდან კი არა, ბალკონებიდანაც მოუწიოთთქო ცქერა. სასტუმროც იქნება და სათამაშო მოედანიც.
თამ
05 დეკემბერი 2015 12:48
0
სამწუხაროა, რომ მძლეოსნობის ბილიკებს (და ზოგადად მძლეოსნებისთვის საერთაშორისო სტანდარტის) არ ითვალისწინებენ. ბათუმი იმსახურებდა ნამდვილ არენას, მრავალ პროფილიან სპორტულ ინფრასტრუქტურას, რომელსაც განვითარების პოტენციალი ექნებოდა.... არავითარი სტრატეგიული ხედვა მომავლისათვის!?
თამაზი
01 დეკემბერი 2015 12:06
0
ხო მაგრამ ჩვენთან ვინ უნდა გააკეთოს, ღჩეულიშვილმა, აქსისმა თუ მ2–მა? ამათ ბინის მშენებლობა ვერ ისწავლეს და ახალაშენებულ ბინებში ლიფტები იჭედება. ამათ ჩვენი ფარმაცევტების და ექიმების არ იყოს სახელმწიფო და ხალხი მეწველი ძროხა გონიათ. წადით და ნახეთ თურქეთში და ევროპაში რეებს აკეთებენ თურქული სამშენებლო კომპანიები. ზოგიერთი მარლა რა უნამუსო უმადურია
რეალობა
01 დეკემბერი 2015 11:21
0
ჩვენთან ვინ უნდა გააკათოს, რჩეულიშვილმა. აქსისმა თუ მ2? ამათ ბინის მშენებლობა ვერ უსწავლიათ და ახალ შენებულ სახლებში ლიფტები იჭედება თან ჩვენი ფარმაცევტების და ექიმების არ იყოს სახელმწიფო მეწველი ძროხა გონიათ. წადით და ნახეთ ძმაო თურქული სამშენებლო ფირმეები რესბ აკეთებენ თუ გინდა თურ
რეალობა
01 დეკემბერი 2015 11:17
0
წავიკითხე ქვევით კომენტარები და გული მეტკინა. ერთი ამათ ტვინში ჩამახედა რავა ყველაფერი იციან!
-ბედნიერია საქართველო ასეთი გულშემატკივრები რომ ჰყავს, რაღა გვიჭირს ამნაირების შემხედვარე!
Shoda
01 დეკემბერი 2015 03:00
0
ატკატი არა პატკატი ესპანელები არაფლის გამკეთებლები არიყვნენ თორე ატკატიც იციან მაგათმა და ქრთამიც აშენდეს და თურქის პროექტი იქნება თუ მანჯურიელის რა მნიშვნელობა აქ ისე თუ ბათუმელებს არ მოეწონებათ შეგვიძლია ქუთაისის სტადიონში გავუცვალოთ.
qutaiseli
30 ნოემბერი 2015 21:44
0
ქართველი და მუშახელი? ამას ქართველი იკადრებს? ვინმემ რომ დაინახოს? ეს სხვა ქვეყნებში დაათრევენ სხვის ღამის ქოთნებს, თორემ...
zurab
30 ნოემბერი 2015 19:02
0
ეტყობა ესპანელებთან ატკატზე ვერ მოილაპარაკეს , თურქებთან მოსულა ლაპარაკი
გივი
30 ნოემბერი 2015 16:48
0
shoda-ს. ხომ წარმოგიდგენია, ქ. ბათუმის მერიას რომ ადგილობრივი მშენებლები შეერჩია, რა "მოკლე" დროში და რა "ხარისხიანად" ააშენებდნენ სტადიონს. თბილისის ლოკომოტივის სტადიონიც კი, რომელიც შევარდნაძის დროს აშენდა, სანახევროდ თურქების აშენებულია. რკინაბეტონი ჩაასხეს მხოლოდ ქართველებმა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენთან არა მარტო კვალიფიციური მშენებლები, მუსახელიც აღარ მოიძებნება კვალიფიციური, ვინც სამუშაოს შეასრულებდა. სულ ახლახან ბაქოში აშენდა უნიკალური ოლიმპიური სტადიონი, რომლის პროტქირებაში ვინ ჩივის და მუშახელიც თითზე ჩამოსათვლელი იყო აზერბაიჯანელი ნაციონალობის. მათ ისევე, როგორც ჩვენ არ გვყავს ამ საქმის სპეციალისტები და კარგა ხანს არც გვეყოლება. გამომივიდა აქ პატრიოტი. როგორ ფიქრობ, რომ გვყავდეს იმ დონის მშენებლები ქართველებს, ვინც ამ საქმეს გააკეტებდა, შენ რა, როგორ ფიქრობ, არ მიიღებდნენ მონაწილეობას ტენდერებში? კი, მაგრამ ფაფუ, არაა გვყავს.!!
koka
30 ნოემბერი 2015 16:40
0
კი მარა ჩვენში ვერ მოიძებნა ვინმე ნორმალური, ვინც ამ პროექტს შეასრულებდა?
-ვინ არიან ეს ხალხი, ვის ხელშია ჩვენი ქვეყნის ბედი?
-უკეთურნო გეშინოდეთ სიმართლის!!!
shoda
30 ნოემბერი 2015 16:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული