ტარიელ ხეჩიკაშვილი: ქართულ ფეხბურთში ეს ვითარება დაუსჯელობის სინდრომმა შექმნა

AutoSharing Option
არახალია, რომ 29 ნოემბერს, საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ჩასატარებელი მატჩი, ხობის "კოლხეთსა" და ცხინვალის "ლიახვს" შორის, გადაიდო.

მიზეზი თამაშის გარიგებასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციაში შესული საგანგებო ინფორმაცია გახდა, რის შემდეგაც სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მატჩის გადადება მოითხოვა. სწორედ ამის გამო საგანგებოდ ჩავიდა ხობში და მისი თქმით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მერე ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ ტოტალიზატორში ცხინვალელთა წაგებაზე დიდი ფსონი დაიდო, რაზეც თანხა "ლიახვის" ფეხბურთელს შესთავაზეს. შეხვედრის ჩაშლის მიზეზი სწორედ გარიგების დიდი რისკი გახდა.

მომხდარზე კომენტარი გააკეთა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

"გარიგებული თამაშების თაობაზე, სფფ-ის ძველ ხელმძღვანელობასაც ბევრი ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ რეაგირებას არ ახდენდა. არსებული ვითარება ამბიციებმა, არაპროფესიონალიზმმა და დაუსჯელობის სინდრომმა შექმნა.

რეალურად, ყველაფერი ფედერაციიდან მოდიოდა. კობიაშვილის რეაქცია ადეკვატური იყო. ის სუფთა ადამიანია და სამართლიანობის დამკვიდრებას ცდილობს.

ფედერაციის ძველ მესვეურებსაც რომ თავიდანვე ასეთი მიდგომა ჰქონოდათ, ახლა სხვა მდგომარეობა გვექნებოდა. მიუხედავად მძიმე მემკვიდრეობისა, ახალი ხელმძღვანელობა სწორ ნაბიჯებს დგამს და ამღვრეული წყლის დაწმენდას ცდილობს", - ამბობს ხეჩიკაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არასწორმა მართვა, პატივცემულო, დაუსჯელობამ არა,,
Davit
15:45 03-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული