მე-13 წუთზე ანგარიში გიორგი გურულმა გახსნა. 32-ე წუთზე მსაჯმა ბოლნისელთა კაპიტანი დავით სვანიძე გააძევა.
47-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ ანგარიში ორამდე გაზარდა. 54-ე წუთზე გიორგი ვასაძემ ერთი გოლი გაქვითა.
64-ე წუთზე გურულმა დუბლი შეასრულა. 70-ე წუთზე რენე ფერეირამ ანგარიში 4:1 გახადა.
77-ე წუთზე "დინამოს" კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ვარლამ კილასონიამ გოლად აქცია - 4:2. 83-ე წუთზე საბა ლობჟანიძემ მეხუთე გოლი გაიტანა "სიონის" კარში -
შეგახსენებთ ტურის სხვა მატჩები დღეს უფრო ადრე გაიმართა.
ტური 7 დეკემბერს, 14:00-ზე გორის "დილა" მარტვილის "მერანს" შეხვდება.