უმაღლესი ლიგა. XIV ტური: კაჭარავასა და სიხარულიძის ჰეთ თრიქები

AutoSharing Option
6 დეკემბერს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის XIV ტურის 6 მატჩი გაიმართა.

"ცხინვალმა" თერჯოლის "საპოვნელა" მიიღო და ანგარიშით 3:0 სძლია. ჰეთ თრიქი შეასრულა ნიკა კაჭარავამ და ბომბარდირთა დავაში გალიდერდა.

ბათუმის "დინამომ" "საბურთალოს" 2:1 სძლია. ქუთაისის "ტორპედომ" შინ თბილისის "ლოკომოტივი" ანგარიშIთ 2:0 დაამარცხა.

"სამტრედიამ" ლანჩხუთის გურიას "უმასპინძლა და ანგარიშIთ 3:1 მოუგო. ირაკლი სიხარულიძემ ჰეთ თრიქი შეასრულა.

ფოთის "კოლხეთისა" და "ზუგდიდს" შორის შეხვედრა უგოლო ფრედ დასრულდა.

საჩხერის "ჩიხურამ" შინ ქობუკეთის "შუქურას" მინიმალური ანგარიშით სძლია.

თბილისის "დინამოსა" და ბოლნისის "სიონს" შორის მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
გორის "დილასა" და მარტვილის "მერანს" შორის შეხვედრა კი 7 დეკემბერს 14:00 საათზე გაიმართება.

თბილისი, "მიხეილ მესხი" სათადარიგო, 14:00
ცხინვალი-საპოვნელა 3:0 (2:0)
გოლები: 1:0, 2:0б 3:0 ნიკა კაჭარავა (16, 34, 65)
დისკვალიფიკაცია : ირაკლი ლექვთაძე (ცხინვალი) ; გიორგი ტყეშელაშვილი (საპოვნელა)

ქობულეთი, "ჩელე არენა", 14:00
დინამო (ბთ)-საბურთალო 2:1 (1:1)
გოლები: 0:1 გიორგი ხარაიშვილი (25), 1:1 ნიკა დიასამიძე (41), 2:1 გიორგი ბერიაშვილი (75)

ქუთაისი, "რამაზ შენგელია", 14:00
ტორპედო-ლოკომოტივი 2:0 (1:0)
გოლი: 1:0 ლაშა შინდაგორიძე (14), 2:0 დათა სიჭინავა (88)

სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე", 14:00
სამტრედია-გურია 3:1 (2:0)
გოლები: 1:0, 2:0, 3:0 ირაკლი სიხარულიძე (33,43, 56), 3:1 ნიკა წერეთელი (88)
დისკვალიფიკაცია : დავით რაჟამაშვილი ; გიორგი დათუნაიშვილი ; დაჩი ცნობილაძე (სამივე სამტრედია) ; ვანო წილოსანი (გურია)

ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე", 14:00
კოლხეთი-ზუგდიდი 0:0 (0:0)

ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი, 14:00
ჩიხურა-შუქურა 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 თორნიკე მუმლაძე (39)
დისკვალიფიკაცია : დავით მეგრელიშვილი (ჩიხურა)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული