უმაღლესი ლიგა. XIV ტური: "დინამომ" 10-კაციანი "სიონი" გაანადგურა

AutoSharing Option
6 დეკემბერს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურის ცენტრალურ მატჩში თბილისის "დინამომ" ბოლნისის "სიონს" უმასპინძლა და 5:2 მოუგო.

მე-13 წუთზე ანგარიში გიორგი გურულმა გახსნა. 32-ე წუთზე მსაჯმა ბოლნისელთა კაპიტანი დავით სვანიძე გააძევა.

47-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ ანგარიში ორამდე გაზარდა. 54-ე წუთზე გიორგი ვასაძემ ერთი გოლი გაქვითა.

64-ე წუთზე გურულმა დუბლი შეასრულა. 70-ე წუთზე რენე ფერეირამ ანგარიში 4:1 გახადა.

77-ე წუთზე "დინამოს" კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ვარლამ კილასონიამ გოლად აქცია - 4:2. 83-ე წუთზე საბა ლობჟანიძემ მეხუთე გოლი გაიტანა "სიონის" კარში -
5:2.

შეგახსენებთ ტურის სხვა მატჩები დღეს უფრო ადრე გაიმართა.

ტური 7 დეკემბერს, 14:00-ზე გორის "დილა" მარტვილის "მერანს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი თამაში იყო დინამო-სიონი.არც ისე კატასტროფულად გქონია საქმე. მაყურებელი რომ ყოლოდა უკეთესი იქნებოდა.
კახა
20:06 06-12-2015
0
როარა 10 კაცი ხო გაუჭირდებოდა რააა
Nukri
20:59 06-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული