"სპარტაკს" ქვედალიგელმა აჯობა

AutoSharing Option
ცხინვალის "სპარტაკი" მეორე ეტაპისათვის მზადებას განაგრძობს და ბადრი კვარაცხელიას გუნდმა მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. "სპარტაკის" მეტოქე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი (მთავარი მწვრთნელი - გოჩა ჟორჟოლიანი) იყო და გამარჯვებაც რანგით დაბალი ლიგის წარმომადგენელს დარჩა - 4:2.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ტრავმების გამო "სპარტაკს" ძირითადი შემადგენლობის 8 ფეხბურთელი (სოსო გრიშიკაშვილი, ბოიომო ფრიდოლინი, ნუკრი მანჩხავა, ლევან ჭაფოძე, თემურ შონია, ვლადიმერ უგრეხელიძე, ზვიად მეტრეველი, ილია ბუზალაძე) აკლდა. ამის გამოც იყო, რომ "სპარტაკმა", ფაქტობრივად, ექსპერიმენტული შემადგენლობით იასპარეზა - დუბლშემადგენლობის მოთამაშეებთან ერთად სტუ-სთან მატჩში მონაწილეობა
მიიღეს გუნდში ტესტირებაზე მყოფმა ჭაბუკებმაც.

სპარტაკელთა მხრიდან გოლები გაიტანეს დავით ზერეკიძემ და გიორგი ალავიძემ; აქვე, იმასაც ვიტყვით, რომ "სპარტაკის" ხელმძღვანელობას დიდი სურვილი აქვს გუნდში დაიტოვოს გიორგი მამუჩიშვილი, - ყველაფერი კი თურქული შეკრებიდან "დინამოს" დაბრუნების შემდეგ გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ეს ახალგაზრდა ნახევარმცველი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში "დინამოს" ღირსებას იცავდა და ახლა იჯარით გადავა "სპარტაკში" თუ სრულუფლებიან კონტრაქტს გააფორმებს, აი, მხოლოდ ეს არის გასარკვევი.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული