ამის შესახებ ინფორმაციას "გურიის მოამბე" "გურიის" მთავარი მწვრთნელის, გიალო ჩხაიძის სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც არ გამორიცხავს ფეხბურთელების მხრიდან მატჩების გაყიდვის ფაქტს.
"ამის თქმა ოფიციალურად არ შემიძლია. ამის დამამტკიცებელი ფაქტები რომ მქონდეს, მაშინვე უკიდურეს ზომებს მივიღებდი. ეს ფეხბურთელები მე არ შემირჩევია, ჩემმა წინამორბედმა მოიყვანა. "სამტრედიასთან" მარცხის შემდეგ ისე დატოვეს კლუბი, არავინ საქმის კურსში არ ჩაგვაყენეს. შემდეგ რამდენიმე დაბრუნდა, უთხრეს ალბათ, რომ დავალიანების ასაღებად პრობლემა შეგექმნებათო", - აცხადებს
ლანჩხუთის "გურია" უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში 9 ქულით მე-13 ადგილზეა. ლანჩხუთელებს აქტივში 2 მოგება, 3 ფრე და 9 წაგება აქვთ.
წყარო: guriismoambe.com