ქუთაისის "ტორპედო" სომხიშვილს, ოდიკაძესა და კახელიშვილს უშვებს?

AutoSharing Option
"საბურთალოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შეხვედრაში სტუმართა შორის სამ გამოცდილ ფეხბურთელს არ უთამაშია - მეკარე გიორგი სომხიშვილს, დავით ოდიკაძესა და გიორგი კახელიშვილს.

"ლელოსთვის" ცნობილი გახდა, რომ "ტორპედოდან" რამდენიმე მოთამაშის გაშვებას აპირებენ, მათ შორის, ამ სამეულისაც. ინფორმაცია კახელიშვილმა დაგვიდასტურა, ოდიკაძე კი ამბობს, რომ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს.

"ახლა კუნთი მაწუხებს, ამიტომ ვერ ვვარჯიშობ და შესაბამისად, ვერც ვთამაშობ. ჩემამდეც მოვიდა ხმები, თითქოს გუნდიდან წავსულვარ თუ გამიშვეს, მაგრამ პირადად ჩემთან არავის ულაპარაკია.

კლუბთან კონტრაქტი მაისამდე მაკავშირებს, "ტორპედოში" ვარ და არ წამოვსულვარ. ახლა პირველი წრე მორჩა,
დავილაპარაკებთ და ყველაფერი მალე გაირკვევა", - ამბობს ოდიკაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
Kidev bevria gasashvebi,am gundidan 5-6 aris dasatovebeli...
Giga
12:39 14-12-2015
0
თუ გაუშვეს სწორედაც მოქცეულან! ეს ასაკოვანი ფეხბურთელები საქართველოს თითქმის ყველა გუნდის ღირსებას იცავდნენ,რომელ გუნდსაც ფული გაეჩითება ესენიც იქ იჩითებიან, არამარტო ესენი,ერთი და იგივე ხალხი მოგზაურობს გუნდიდან გუნდში და რა სარგებელი მოაქვთ გუნდისთვის? არაფერი! მიეცით ახალგაზრდებს შანსი, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია რომელსაც სათამაშო დრო სჭირდება რომ გაიზარდოს და მოუმატოს! აბა სომხიშვილს რა პერსპექტივა აქვს როგორც ფეხბურთელს?! და მისნაირები მრავლად არიან საქართველოს ჩემპიონატში მაგიტომაც გვაქვს "განსაკუთრებული" ჩემპიონატი!
GRRR
13:28 14-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული