გურია-კოლხეთი 1:1 - ქულებს რომ ითხოვთ, საჭმელი აჭამეთო... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
...ქულებს რომ ითხოვთ, ფეხბურთელებს საჭმელი აჭამეთო, - ამ ფრაზით უპასუხა ფინანსური პრობლემებით შეწუხებული "კოლხეთის" მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ შედეგით უკმაყოფილო ფოთელ გულშემატკივრებს, რომლებიც ისე გაუშინაურდნენ "ევგრაფი შევარდნაძეს", "გურიასთან" შეხვედრაში ადგილობრივ ქომაგებთან დიდ უმცირესობაში არ იყვნენ.

მათ უკმაყოფილებასაც ჰქონდა საფუძველი - მეორე ტაიმში "კოლხეთი" სრულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა ეს მოსაგებად არ ეყოთ და გურულებს ცოტა მეტი იღბალი რომ ჰქონოდათ, იქნებ უქულოდაც დარჩენილიყვნენ.

თუმცა გოჩა კვარაცხელიას გოლმა თამაშს გაცილებით ლოგიკური დასასრული მისცა, თორემ "კოლხეთი" ცოდვა იქნებოდა - საჯარიმოს ხაზთან დანიშნულ სამ ჯარიმას
რომ თავი დავანებოთ, ლუკა ნოზაძემ საკუთარი კარის ხაზიდან სამჯერ (!!!) გამოიტანა ბურთი...

მატჩის უდავოდ საუკეთესო მობურთალი საერთოდ თამაშის გმირად მოგვევლინებოდა, პირველ ტაიმში მისი ახლო თავური კოკა სეფიაშვილს უხერხულად რომ არ მოხვედროდა - "გურიის" უკანახაზელს ანგარიში რომ გაეზარდა, ალბათ, მატჩის ბედიც იქვე გადაწყდებოდა.

ანგარიში კი ვანო წილოსანმა ექსკოლხ შოთა ჯიქიას გადაცემის შემდეგ გახსნა. პირველ ტაიმში მისი გუნდი ფლობდა უპირატესობას, რომლის გამოუყენებლობაშიც წვლილი, ალბათ, იმანაც შეიტანა, რომ "გურია" თამაშის წინ რამდენიმე მოთამაშემ დატოვა...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
11.12. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
გურია-კოლხეთი 1:1
გოლები: 1:0 ვ. წილოსანი (14), 1:1 კვარაცხელია (71)
გურია: იმერლიშვილი, გელაშვილი, ლ. ნოზაძე, ჩადუნელი, ლაბაძე (82. რ. წილოსანი), ზოზულია, წერეთელი (68. გუჯაბიძე), ვ. წილოსანი, ნ. მაისურაძე (76. ზაქრაძე), ს. ბახია, შ. ჯიქია.
სათადარიგოები: ტ. შენგელია, გ. კიკნაძე
მწვრთნელი: გია ჩხაიძე
კოლხეთი: სეფიაშვილი, კილასონია, ზ. თევზაძე, გიგაური, ნ. სიჭინავა (84. კუხალეიშვილი), ჟიშკარიანი (37. ქებურია), გ. კვარაცხელია, თ. კაკულია, კ. ბარამიძე (57. ნ. ტუღუში), გოგონაია, გურეშიძე.
სათადარიგოები: ძაგანია, ა. შენგელია, ინჯიბაშვილი, მ. აფხაზავა
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილება: წერეთელი (20), ბარამიძე (28), გიგაური (57), ზოზულია (65), კვარაცხელია (72)
არბიტრი: ლ. სილაგავა

ბომბარდირები
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
გ. ქვილითაია (დინამო (თბ) 12
ო. მარცვალაძე (დილა) 11
გ. ბერიაშვილი (დინამო (ბთ) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული