ბათუმის "დინამო" თურქეთში "ზორიას" დაუპირისპირდება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამო", თურქული შეკრების ფარგლებში, 8 თებერვალს ლუგანსკის "ზორიას" დაუპირისპირდება.

აღნიშნულ ინფორმაციას "ზორიას" ოფიციალური საიტი ავრცელებს.

უკრაინის ჩემპიონატში ჩატარებული 16 ტურის შემდეგ ლუგანსკელები სატურნირო ცხრილში 34 ქულით მესამე პოზიციაზე არიან, ბათუმელები კი საქართველოს უმაღლეს ლიგაში 15 ტურის შემდეგ 26 ქულით მეშვიდე ადგილს იკავებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ლუგანსკელთა ღირსებას ქართველი ლეგიონერი ჯაბა ლიპარტია იცავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბათუმმა უნდა მოუმატოს.ერთ ორ კარგ ფეხბურთელს თუ დაიმატებენ უფრო ძლიერები იქნებიან.
bebeto
22:23 06-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული