იური ბაკალოვი ზუგდიდში დღეს ჩავიდა და პირველი შეხვედრაც გამართა. იგი "ბაიას" ბაზაზე კლუბისა და ქალაქის ხელმძღვანელობას შეხვდა. მართალია, უკრაინელ სპეციალისტს კლუბთან ჯერ ხელშეკრულება არ გაუფორმებია და ხელმძღვანელობასთან შეხვედრაც გაცნობით ხასიათს ატარებდა, თუმცა, დიდი ალბათობით, იგი ზუგდიდურ გუნდს გაუძღვება.
ბესიკ შეროზიას მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლის შემდეგ გუნდის
რაც შეეხება იური ბაკალოვის სამწვრთნელო კარიერას - მუშაობა ბავშვთა გუნდში 2003 წელს დაიწყო და ეს საბავშვო გუნდი კიევის "დინამოს" დაქვემდებარებაში იყო. შემდეგ იგი კიევის "არსენალში" გადავიდა დუბლების მწვრთნელად, ხოლო 2007 წელს ამავე გუნდში ჭაბუკთა ლიგას ხელმძღვანელობდა და ცოტა ხანში, სათავეში იგი ახალგაზრდულ გუნდს ჩაუდგა. 2010 წელს უკრაინული კლუბის ხელმძღვანელობამ იური ბაკალოვი კიევის "არსენალის" ძირითადი გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნა.
უკრაინელმა სპეციალისტმა იური ბაკალოვმა კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა:
"საქართველოში დღეს ჩამოვედი, მქონდა შეხვედრა უკვე კლუბის ხელმძღვანელობასთან და საკმაოდ ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ ვრცლად, საბოლოოდ კი ყველაფერი ამ დღეებში გადაწყდება. საქართველოს ჩემპიონატზე მაქვს საკმაო ინფორმაცია, არიან დაბალანსებული გუნდები და საშუალო დონის გუნდებიც, რომლებიც ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებენ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს".
უკრაინელ სპეციალისტს, როგორც აღვნიშნეთ, პირველი შეხვედრა ქალაქის მერთან, ირაკლი გოგოხიასთან და კლუბის დირექტორთან, გელა ინალიშვილთან ჰქონდა, ხვალ კი უკვე პირველი შეხვედრა მას ფეხბურთელებთან ექნება.
მომზადებულია fczugdidi.ge-ს მიხედვით