ნიკოლოზ გელაშვილი თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ნიკოლოზ გელაშვილი კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს.

ინფორმაცია ამის შესახებ თბილისური გუნდის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.

ფეხბურთელმა "დინამოსთან" 1-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და 99-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

"პირველად ვარ "დინამოს" ბაზაზე და საკმაოდ კარგი პირობებია იმისთვის, რომ გამოხვიდე, ივარჯიშო, ფეხბურთი ითამაშო.

მთავარი ფაქტორი "დინამოში" გადმოსვლის - ჩემი ამ გუნდში თამაშის დიდი სურვილი იყო. რა თქმა უნდა, დაინტერესება იყო მთავარი მწვრთნელისგან და ხელმძღვანელობისგანაც.

მიზანი ქვეყნის ჩემპიონობა და თასის მოგება იქნება, მაგრამ "დინამო" იმხელა გუნდია, ევროასპარეზზეც უნდა ვაჩვენოთ აუცილებლად შედეგი", -
უთხრა გელაშვილმა "დინამოს" ოფიციალურ საიტს.

გელაშვილი კარიერის მანძილზე "ვიტ ჯორჯიის", "კახეთის", "ზესტაფონის", "ბოხუმის", "ყარაბახის" და "ფლამურტარის" ღირსებას იცავდა, ბოლო კლუბი კი, სადაც 30 წლის ფორვარდმა ითამაშა, კვიპროსული "პაფოსი" გახლდათ.
მკითხველის კომენტარები / 14 /
1 წლის მერე კიდე სხვა გუნდში წავა და დინამომ მეგონა რომ ერთხელ და სამუდამოდ მიიღო სწორი გადაწყვეტილება მაგრამ არა 6 თვიანი გუნდია ამას წყალი არ გაუვა საქართველოს ჩემპიონატში ერთადერთი გუნდი რომელიც ნორმალურად მიუყვება საქმეს და აქვს გაწერილი გეგმა არის დინამო ბათუმი მიუხედავად იმისა რომ თბილისის Dინამოს ვგულშემათკივრობ ისევე როგორც ყველა გუნდს ეს გუნდი ვერაფერს ვერ მიახწევს იმიტომ რომ ყოველ 6 თვეში ახლდება
inkognito
14:36 19-01-2016
0
გავსულვართ ჩემპიონთა ლიგაზე და იქაც გვიფრთხილდნენ ტოპ–კლუბები!
supertransferi
14:37 19-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული