რომან ფიფია: მწვრთნელის შეცვლა სპონტანურად, 2 კვირის წინ მოგვიხდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში ახალი მთავარი მწვრთნელის, სლოვაკი იურაი იარაბეკის წარდგენამდე, განვლილ პერიოდზე ისაუბრა.

"ახალი მწვრთნელი გააგრძელებს გეგუჩაძის დაწყებულ საქმეს,  თუმცა ვერ შეგპირდებით, რომ ის 3-4-წლიანი პროგრამა, რომელიც მე გიასთან მქონდა გაწერილი, იგივე მექნება ახალ მწვრთნელთან.

მწვრთნელის შეცვლა სპონტანურად, 2 კვირის წინ მოგვიხდა. ჩვეულებრივ, გია მუშაობდა და დასახული გეგმისკენ მივდიოდით, მაგრამ უცებ ის ნაკრებს დასჭირდა...

უნდა ითქვას ისიც, რომ ნაკრები ჩვენთვის უმთავრესია. 21-წლამდელთა ნაკრები მთავარ გუნდზე ნაკლები არაა. გია გეგუჩაძის ახალგაზრდულ ნაკრებში დანიშვნა, ჩემი აზრით,
სწორი გადაწყვეტილებაა და ეს ლევან კობიაშვილსაც ვუთხარი", - განაცხადა ფიფიამ.

"დინამოს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ კლუბის ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

"მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას, რომან ფიფიას, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდში მუშაობის საშუალება მომეცა. მადლობა ფეხბურთელებს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს.

ნაკრებთან დაკავშირებულ კითხვებს კი "ლოკომოტივზე" ვუპასუხებ", - თქვა გეგუჩაძემ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ვინ დაფარავს ხარჯებს და უნდა გაზარდო ისეთი ფეხბურთელები რომლებსაც, გაყიდი და თან გაყიდი არა 15 ათასად ან თუნდაც 300 000, კარგი ფეხბურთელი დღეს მილიონები ღირს. და ამის მერე ხარჯის დაფარვაზე აღარ იქნება ლაპარაკი პირიქით კლუბსაც შეინახავ!! ნორმალურ კლუბებში ასე ხდება!
kote-s
28 იანვარი 2016 01:22
0
კოტეს-ერთი რამდენი ოჯახი გეგულება საქართველოში ფეხბურთში ,რომ 150 ლარს უხდიდეს ბავშვს? ფეხბურთი ხელმოკლე ბავშვების სპორტია მთელ მსოფლიოში,და ასე იყო საქართველოშიც,რა თქმა უნდა აკადემია მისია რა ფასსაც უნდა იმას დაადებს,მაგრამ წინა წელს ,რომ დახურა და ბავშვები(აქ საუბარია 2008-2009წ დაბადებულებზე) ქუჩაში დატოვა და გამოაცხადა აკადემია უფასოაო და ეხლა ხელახლა აცხადებს მიღებას და თან გაზრდილი ფასით(წინა წელს 100ლ) ეს რა წესია.
ბექა
27 იანვარი 2016 18:24
0
საასცილოა ეს კომენტარები ) იგივეა ბიუჯეტი შესრულდაო ხადურმაო და ერთი ამბავი ატეხეს ბიუჯეტი თუ შესრულდა ლარი რატომ გაუფასურდაო ან ჩვენ რატომ არ გვეტყობაო )))
dato
27 იანვარი 2016 17:37
0
beqa-ს და TUT-ს. ეს კითხვა, ალბათ სახელმწიფოს მისამართით წარმოთქვით ალბათ. ამასთან, თუ მე, კერძო პირი, გავხსნი კერძო აკადემიას, რატომ უნდა იყოს სწავლა უფასო? ვინ შეინახავს პერსონალს ან ვინ დაფარავს სხვა ხარჯებს? ან რატომ ავალდებულებთ რომან ფიფიას თუ სხვა ვინმე კერძო პირს, დააფუძნოს აკადემია, გამართოს ყველანაირად და ყველაფერი იყოს უფასოდ, თუ მისი კეთილი ნება არ იქნა? კომუნიზმია ტო!!! ეს მოთხოვნები წაუყენეთ სახელმწიფოს (შეიძლება ფეხბურთის ფედერაციასაც)და არა კერძო პირს, რომელმაც მართლაც ძალიან დიდი საქმე გააკეტა ფეხბურთის სასარგებლოდ და შექმნა ევროპაში ერთ-ერთი საუკეტესო ბავშვთა აკადემია.
კოტე
27 იანვარი 2016 16:44
0
დინამოს აკადემიაში მართლა 150–ლარია გადასახადი?

როგორ შეიძლება 3–მილიარდი დოლარის მქონე რომან ფიფია ამხელა გადასახადებს ახდევინებდეს ბავშვებს?

დინამოს აკადემიაში ვარჯიშის უფლება ყველა ღარიბ ბავშვებს უნდა ქონდეს და არა მარტო მდიდარ ბავშვებს.

კლუბის ფეხბურთელებს ხელფასები უნდა გაუნახევრონ და ბიუჯეტის თანხები აკადემიის უფასეოდ გახდაზე უნდა მიმართონ.
beqa-ს
27 იანვარი 2016 15:53
0
ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება სანამ ბავშვთა ფეხბურთი უფასო არ იქნება
TUT
27 იანვარი 2016 14:28
0
ეს ტიპი ლაპარაკობს ქართული ფეხბურთის აღორძინებაზე და თვითონ ბავშების გადასახადი აკადემიაში 150 ლარი გახადა,
beqa
27 იანვარი 2016 14:01
0
ეს ახალი მცვრტნელი სად გამოჩხრიკეს,ტუ უცხოელი მოკავდატ უკეტესი განდიდატურა ვერ ნახეს?ცლევანდელ ევროსეზონზეც ჩაფლავდება დინამო
ალეკსანდრე
27 იანვარი 2016 13:51
0

სიახლეები პოპულარული