იურაი იარაბეკი: თბილისის "დინამოსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა მსურს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბმა თბილისის "დინამომ" ახალი მთავარი მწვრთნელი, სლოვაკი იურაი იარაბეკი ოფიციალურად წარადგინა, რომელთანაც კლუბმა ხელშეკრულება ერთი წლით გააფორმა.

27 იანვარს, "დინამო არენაზე" მწვრთნელის წარდგენას კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია და გუნდის ყოფილი თავკაცი გია გეგუჩაძეც ესწრებოდნენ და ჟურნალისტების კითხვებს თავდაპირველად სწორედ მათ უპასუხეს.

ამის შემდეგ 53 წლის სლოვაკმა სპეციალისტმა ისაუბრა:

"ასეთ კლუბში მუშაობაზე უარის თქმა არ შემეძლო. რა თქმა უნდა, ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა "დინამოს" პირობებმა
და ასევე, ფეხბურთელებმა იქონიეს, რომლებიც ძალიან ნიჭიერები და მოტივირებულები არიან.

რაც შეეხება კლუბის მიზნებს, ჩვენთვის მისაღები მხოლოდ ჩემპიონობაა. საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს ვუყურე. ყველა თამაშის მოგება იოლი არ იქნება, მაგრამ ჩვენ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

ტრნავას "სპარტაკთან" ერთად ევროპის ლიგაზე გავედი, მაგრამ "დინამოსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა მსურს. ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს მოხდეს - კლუბს ყველანაირი პირობა აქვს ევროთასებზე მოსახვედრად.

რაც შეეხება ტრანსფერებს, ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს მოგახსენებთ, თუმცა კვალიფიციური ფეხბურთელების ჩამოყვანას შევეცდები" - თქვა სლოვაკმა სპეციალისტმა.

იურაი იარაბეკმა სამწვრთნელო კარიერა 2008 წელს, "იასლოვსკე ბოჰუნიცეში" დაიწყო, 2013-15 წლებში კი ტრნავის "სპარტაკს" წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონებს აქამდე გია გეგუჩაძე წვრთნიდა, რომელიც ამიერიდან საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში იმუშავებს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მე ძალიან არ მიყვარს ფიფია, მაგრამ ეხლა რა ჰქნას? ჩაუკაკუნა თავში კობიაშვილმა შენი მწვრთნელი მინდაო უარს ვერ ეტყოდა. ეხლა კობიაშვილის გადაკიდება მარტო ფედერაციის გადაკიდება კი არა, მთელი სპორტის სამინისტროს და თავად ენერგეტიკის სამინისტროს გადაკიდებას ნიშნავს
Levani -ს
27 იანვარი 2016 16:27
0
კარგი მწვრთნელი ჩანს და იმედია ჩემპიონთა ლიგაზე მართლაც გაგვიყვანს.

ყველა იყო უკვე, ჩვენს გარდა.

მაგრამ დინამოს მსგავსი დაბალ ბიუჯეტიანი კლუბი მე მგონი ჯერ არასდროს გასულა ლიგაზე.
sssssssss
27 იანვარი 2016 15:38
0
ტყუილა გგონიათ, რომ ქართული ფეხბურთის ჭაობიდან ამოსვლა თბილისის დინამოს და საკლუბო ფეხბურთის მეორე პლანზე გადაწევით შესაძლებელია. ამიტომ ვამბობ: ჯერ კლუბები, მერე ნაკრები. აქ პირიქით ესმით და...
Levani
27 იანვარი 2016 15:36
0
გილოცავთ შეიძლება ორით მეტი თამაში მოიგოს საქართველოს 21წლამდელთა ნაკრებმა და დინამო წყალსაც არ წაუღია? ნაკრები ხო უპირველესია. ფიფია ვაი შენს პატრონს
levani
27 იანვარი 2016 15:33
0
ფიფიამ 21 წლამდე ნაკრები დინამოზე მნიშვნელოვანიაო. აი აქ აქ დარხეული ქართულ ფეხბურთს, დინამო მეათეხარისხოვანი ოფილა თურმე. ნებისმიერ ქვეყანაში საკლუბო ფეხბურთია მნიშვნელოვანი და აქ პირიქით. მაგალითად ინგლისში მანჩესტერის ფანს ძალიან აინტერესებს 21ცლამდელთა ნაკრების შედეგი? ინგლისს თავი დავანებოთ, საბერძნეთში, თურქეთში, კვიპროსზე აინტერესებთ? ვერ ხვდებიან საკლუბო ფეხბურთის (ანუ ყოველდღიური) ფეხბურთის მნიშვნელობას ეს თავგასიებულები და... ან ამბიციური მწვრთნელი, რომ 21ცლამდელთა გაწვრთნას თანხმდება აქ დამთავრდა ყველაფერი
Levani
27 იანვარი 2016 15:31
0
ზახარა უნდა დინამოს
ქუცო
27 იანვარი 2016 15:00
0
კი გვყავდა ჩეხი სპეციალისტიც მაგრამ შედეგი იყო 0 ...
veli
27 იანვარი 2016 14:37
0
იურაია შაქარი შენს პირს,მაგრამ არ გვაქვს ჩვენ ისეთი ჩემპიონატი,რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ევროპის გუნდებს,გასულმა ტურნირებმა გვიჩვენა რას წარმოვადგენთ და რისი გაკეთება შეგვიძლია...ნეტა იურაიას დონის მწვრთნელი არ გვყავს? თუ არ გვყავს კარგად ყოფილა ჩვენი საქმე
13
27 იანვარი 2016 14:36
0
ნეტა იცოდე სად ჩამოხვედი ))
givi
27 იანვარი 2016 14:34
0
ეხლა სლოვაკებიც გვეღადავებიან!! ტიპი ორი საათის მოსულია ერთ წლიანი კონტრაქტი გააფორმა და უკვე ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას გვპირდება ))) თავი ალბათ ბარსელონაში გონია
durmishxan
27 იანვარი 2016 14:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული