გორის "დილა" თურქულ შეკრებაზე გამარჯვებული გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონმა გორის "დილამ" პირველი მოსამზადებელი ეტაპი "სამტრედიასთან" ამხანაგური მატჩით დაასრულა. უჩა სოსიაშვილის შეგირდებმა 3:1 გაიმარჯვეს.

პირველი გოლი იმერლებისა იყო. თავი თემურ მარკოზაშვილმა გამოიჩინა. გორელებმა მალევე გაათანაბრეს ანგარიში. ისლამ მაშუკოვის წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა გიორგი ერისთავმა. "დილას" მხრივ, შემდეგი ორი გოლი ირაკლი მოდებაძემ (პენალტით) და ლევან საბაძემ გაიტანეს.

"დილა" თურქულ შეკრებას ბელეკში გაივლის. გორელთა მეტოქეები ყაზახური "ირტიში" და "ტობოლი", ჩერნოგორიული "პოდგორიცა", სერბული "იაგოდინა", დანიური "ვენდსისელი" იქნებიან.

გორული კლუბი დატოვეს ოლეკსეი შევჩენკომ, გიორგი ილურიძემ, გიორგი ნავალოვსკიმ და ლაშა გვალიამ. ახალწვეულები
არიან ექსრუსთაველი მეკარე დავით ლეგაშვილი, ყოფილი ვიტჯორჯიელი ლევან საბაძე, "შუქურას" ექსფეხბურთელები - გიორგი ჩელებაძე, ალან ბაგაევი, თენგიზ წიქარიძე და ყოფილი ლოკომოტიველი გიორგი თექთურმანიძე.

სოსიაშვილმა თურქეთში შემდეგი შემადგენლობა წაიყვანა:

მეკარეები: მუჯრიშვილი, მარიამიძე, ლეგაშვილი;
მცველები: ღონღაძე, კვახაძე, კვირკველია, ხურცილავა, ლომიძე, ქარქუზაშვილი, ბაგაევი, სამხარაძე, თომაშვილი;
ნახევარმცველები: ფალავანდიშვილი, ძარია, წიქარიძე, ერისთავი, კვირკვია, ნონიკაშვილი, თექთურმანიძე, საბაძე, გოგუა, ელიაური;
თავდამსხმელები: მაშუკოვი, ჩელებაძე, მოდებაძე, მარცვალაძე, ახალკაცი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული