ლევან კობიაშვილი ზესტაფონში ჩავა და "ზესტაფონის" გულშემატკივარს შეხვდება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებას, სხვებთან ერთად, "ზესტაფონის" გენერალური დირექტორი კორნელი კოკაიაც ესწრებოდა.

საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე შედგა შეხვედრა კოკაიასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს შორის, რომლის დროსაც განიხილეს ქართული ფეხბურთისა და კონკრეტულად "ზესტაფონის" წინაშე არსებული პრობლემები.

კობიაშვილმა თავად გამოთქვა სურვილი, ჩავიდეს ზესტაფონში და ადგილზე შეხვდეს გულშემატკივარს.

ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ ამ შეხვედრის მთავარი თემა ადგილობრივი კლუბის მომავალი იქნება, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ ეროვნული ჩემპიონატიდან მოკვეთა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
Vელოდებიტ კობის ჩამოსვლას, სამრთლიანობის აღდგენს და ზესტას იქ დაბრუნებას, საიდაც ის რეზიმ და დომენტიმ გააგდეს, მაგათი ყურმოჭრილი რომ არ იყო
bagrat margveli
15:27 01-02-2016
0
Kობი, გეგუჩაძე არ დანიშნო ეროვნულ ნაკრებში!
bagrat margveli
14:21 01-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული