ლევან კობიაშვილი ზესტაფონში ჩავა და "ზესტაფონის" გულშემატკივარს შეხვდება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებას, სხვებთან ერთად, "ზესტაფონის" გენერალური დირექტორი კორნელი კოკაიაც ესწრებოდა.

საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე შედგა შეხვედრა კოკაიასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს შორის, რომლის დროსაც განიხილეს ქართული ფეხბურთისა და კონკრეტულად "ზესტაფონის" წინაშე არსებული პრობლემები.

კობიაშვილმა თავად გამოთქვა სურვილი, ჩავიდეს ზესტაფონში და ადგილზე შეხვდეს გულშემატკივარს.

ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ ამ შეხვედრის მთავარი თემა ადგილობრივი კლუბის მომავალი იქნება, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ ეროვნული ჩემპიონატიდან მოკვეთა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძმურად, ეროვნულის მწვრთნელის ამაბავი კითხეთ ამათ, რაღაც არაბუნებრივად აიგნორებენ მაგ თემას.
რეზო
13:12 01-02-2016
0
კი მქონდა ამის იმედი მაგრამ,ეგეც არ გავს რამის გამკეთებელს,ერთი შეცდომა უკვე დაუშვა,თანაც ძალიან სერიოზული..
dato
13:45 01-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული