10:45 02-02-2016
დინამო (თბ)-სპლიტი 1:0 - ჯიღაური, დარტყმა, არის! [VIDEO]
AutoSharing Option
ერთადერთი გოლი მე-17 წუთზე ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა. "დინამოს" შემტევი უმეთვალყურეოდ დარჩა და ოდნავ მახვილი კუთხიდან ბურთი ახლო "ცხრიანში" გაახვია.
ამ გოლის გარდა, დინამოელებს კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდათ. მაგალითად, პირველ ტაიმში გიორგი ქვილითაიამ, ხოლო მეორე ნახევარში ნიკოლოზ გელაშვილმა მოწინააღმდეგის კარს სახიფათოდ შეუტიეს. ორჯერ კარგად ჩაერთო თამაშში დინამოელთა სლოვაკი მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკაც.
დინამო: ჰრდლიჩკა, გველესიანი, ამისულაშვილი (46. ჭელიძე), უ. ლობჟანიძე (46. კიტეიშვილი), გურული, ცინცაძე, პარუნაშვილი (73. ს. ლობჟანიძე), ჯიღაური, ჭანტურიშვილი (66. გელაშვილი), იაშვილი (46. ჟაჟა), ქვილითაია (46. არაბული).
მომდევნო შეხვედრას "დინამო" 4 თებერვალს, ბელორუსის საუკეთესო კლუბ ბატე-ს წინააღმდეგ ჩაატარებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
ნუ დინამოზე თუა საუბარი არვიცი ან საერთოდ რატომ უნდა გინდოდეს რომელიმე ქართული კლუბის წარუმატებლობა მტერი ხომ არ ხარ შე დალოცვილო ჩვენი ცუდი რომ აგაგეხარდეს!!!
fcd
მე პირადად ზესტას ვგულშემატკივრობ)))) და ძალიან მინდა სწორედაც ის დინამო დაბრუნდეს ლივერპულს რომ უგებდა!!!!!!! მაგრამ სიზმარში ახდება :დდ მარტო