დინამო (თბ)-სპლიტი 1:0 - ჯიღაური, დარტყმა, არის! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამო" თურქული შეკრების პირველ მატჩში ხორვატულ "სპლიტს" დაუპირისპირდა და 1:0 გაიმარჯვა.

ერთადერთი გოლი მე-17 წუთზე ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა. "დინამოს" შემტევი უმეთვალყურეოდ დარჩა და ოდნავ მახვილი კუთხიდან ბურთი ახლო "ცხრიანში" გაახვია.

ამ გოლის გარდა, დინამოელებს კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდათ. მაგალითად, პირველ ტაიმში გიორგი ქვილითაიამ, ხოლო მეორე ნახევარში ნიკოლოზ გელაშვილმა მოწინააღმდეგის კარს სახიფათოდ შეუტიეს. ორჯერ კარგად ჩაერთო თამაშში დინამოელთა სლოვაკი მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკაც.

დინამო: ჰრდლიჩკა, გველესიანი, ამისულაშვილი (46. ჭელიძე), უ. ლობჟანიძე (46. კიტეიშვილი), გურული, ცინცაძე, პარუნაშვილი (73. ს. ლობჟანიძე), ჯიღაური, ჭანტურიშვილი
(66. გელაშვილი), იაშვილი (46. ჟაჟა), ქვილითაია (46. არაბული).

მომდევნო შეხვედრას "დინამო" 4 თებერვალს, ბელორუსის საუკეთესო კლუბ ბატე-ს წინააღმდეგ ჩაატარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
კომენტარი წაიკითხეთ და დატკბით!
--რა მოხდა მერე, იქნებ გაუხარდა კაცს დინამოს მოგება, ამისთვის უნდა შევჭამოთ?
shoda
12:40 02-02-2016
0
Mereda Vin ushlis sixaruls saxalxot mainc moiridos ... main jurnalistia DA obieqturoba martebs ra agijebs ras cercetaobs gegoneba ligis sagzuri moipova am golit,tviton dinamos saitze lamazad weria to pirveli gamarjveba dinamo-spliti 1-0 DA morcha
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული