ბოლნისის "სიონმა" თურქულ შეკრებაზე ხუთი მატჩი და ორჯერადი ვარჯიშები დაგეგმა

AutoSharing Option
ვარლამ კილასონიას გაწვრთნილი "სიონი", საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეოთხე ადგილი რომ უჭირავს, თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა.

გუნდი სასტუმრო "ატლანტისში" დაბინავდა და ორი კვირის განმავლობაში დღეში ორჯერ ივარჯიშებს.

ცნობილია, რომ თურქეთში "სიონი" ხუთ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ბოლნისელთა მეტოქეები ყაზახური "ოკჟეტპესი", დანიური "ოლბორგი" და "ჰობრო", უკრაინული "ჩერნომორეცი" და ყაზახური "აქტობე" იქნებიან.

ვარლამ კილასონიამ თურქეთში შემდეგი ფეხბურთელები იახლა: მერლანი, ნანიევი, სვანიძე, ფოფხაძე, გ. კილასონია ვ. კილასონია, გ. საჯაია, გაფრინდაშვილი, გაგნიძე, ოთარაშვილი, გოგობერიშვილი, გვალია, რაზმაძე, მანაგაძე, ისიანი, უგულავა, შულაია, გოგინაშვილი, ტატანაშვილი, მანჯგალაძე, გურეშიძე, მესხი, შალამბერიძე, კობახიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული