საბურთალო-ვოლუნტარი 3:4 - მარცხი უხვი გოლით

AutoSharing Option
თურქულ მოსამზადებელ შეკრებაზე "საბურთალომ" მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და რუმინულ "ვოლუნტართან" უხვგოლიან მატჩში 3:4 დამარცხდა.

პირველი ტაიმი რუმინელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

ქართველთაგან თავი გიორგი ხორხელმა გამოიჩინა. მეორე ტაიმში კი მეტოქის კარი გიორგი ფანცულაიამ და ირაკლი რუხაძემ აიღეს.

საბურთალო: ქურდაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, თოთაძე, სოფრომაძე, ხორხელი, ბიძინაშვილი, მამუჩაშვილი, კოხრეიძე, ცაცკრიალაშვილი, ივანიაძე; შეცვლაზე: ჩოჩიშვილი, ჩაბრაძე, ლაკვეხელიანი, ბულუხაძე, ბაკურაძე, ალთუნაშვილი, ელვინი, შიხაშვილი, რუხაძე, ხარაიშვილი, ფანცულაია.

თურქეთში "საბურთალო" კიდევ ორ სპარინგს გამართავს. უახლოესი შეხვედრა მათ 7 თებერვალს, ბულგარეთის უმაღლესი ლიგის კლუბ "პირინთან" ელით.

(იბეჭდება მცირე
ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული