სიონი-ოკჟეტპესი 0:0 - უგოლო ფრე ყაზახებთან

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონმა" თურქულ შეკრებაზე პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა ყაზახურ "ოკჟეტპესთან" და უგოლო ფრეს დასჯერდა.

მატჩი ქართული გუნდის უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში ბოლნისელთაგან აქტიურობდნენ შულაია და გოგინაშვილი, მესხის მიერ დარტყმული ჯარიმის შემდეგ კი ყაზახები გოლს გადაურჩნენ. შანსი ჰქონდა უგულავასაც.

მეორე ტაიმშიც იყო ანგარიშის შეცვლის შესაძლებლობა, მაგრამ მომენტებით ვერ ისარგებლა დიმიტრი ტატანაშვილმა. თავის მხრივ, საიმედოდ ითამაშა "სიონის" მეკარე მირზა მერლანმაც.

სიონი: მერლანი, ვ. კილასონია, საჯაია, გურეშიძე, გოგინაშვილი, შულაია, გოგობერიშვილი, მესხი, გვალია, უგულავა, კობახიძე; მეორე ტაიმი: ნანიევი, ოთარაშვილი, სვანიძე, საჯაია, შალამბერიძე, გ. კილასონია,
რაზმაძე, მანჯგალაძე, გაგნიძე, ისიანი, ტატანაშვილი.

მომდევნო საკონტროლო მატჩში (6 თებერვალი) "სიონი" დანიურ "ჰობროს" ეთამაშება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული