საფეხბურთო კლუბი გორის "დილა" ფინანსურ კრიზისს თავს დააღწევს.
კლუბისთვის ბიუჯეტის დამტკიცება გორის მუნიციპალიტეტეის მხრიდან რამდენჯერმე გადაიდო და ეს პროცესი გაჭიანურდა.
საბოლოოდ კი, გორის მუნიციპალიტეტმა, 6 თებერვალს, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს ბიუჯეტი დაუმტკიცა და ის 1.5 მილიონი ლარით განისაზღვრა.
აქედან, 500 000 ლარამდე, კლუბს დავალიანებები აქვს გასასტუმრებელი, ნაწილი კი ბავშვთა ფეხბურთს უნდა მოხმარდეს.
სეზონის ბოლომდე, "დილას" დასახარჯად, დაახლოებით, 600 000 ლარი ექნება, მაგრამ, თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ კლუბის სახელფასო ბიუჯეტი, ყოველთვიურად 189 000 ლარს აღემატება, სავარაუდოდ, გორელები, სეზონს კვლავ პრობლემებით ჩაამთავრებენ.
თუმცა აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ფეხბურთელმა "დილას" რიგები დატოვა და შესაძლოა სახელფასო ბიუჯეტი შემცირდეს.
შეგახსნებთ, რომ ახლა უჩა სოსიაშვილის გუნდი თურქულ შეკრებაზე იმყოფება. ჩვენი ინფორმაციით, "დილამ" შეკრების ფული ჯერ არ გადაუხდია.
14:39 07-02-2016
1.5 მლნ ლარი ჩემპიონს! - გორის "დილას" ბიუჯეტი დაუმტკიცეს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 13 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
goreli-ს. დათო კვირკველიას, ირაკლი ძარიას და რომა ახალკაცის დარ და გამოცდილ ფეხბურთელს, ბევრი გუნდი ინატრებდა. მე პირიქით მგონია. ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ახლა ლეგიონერია, თავისი კარიერის ბოლო წლები (ისე როგორც დათო კვირკველიამ), საქართველოს ჩემპიონატში უნდა ითამაშოს. ეს ძალზე წაადგება ფეხბურთის განვითარებას. მომინდომა ამ goreli-მა მილიონნახევრად მესი და სუარესი. ნავალოვსკიმ კი ზალიან დიდი შეცდომა დაუშვა გორში თამაშს რომ დათანხმადა. მას უკვე დაკარგული ქონდა ნაკრებში ადგილი. ახლა კი ცოტა სანსი მაინც დარცა. შენ ისე გესმის ფეხბურთი goreli-ო, როგორც მე ჩინური.
0
0
ფეხბურთის განვითარების პროგრამა და ფონდი გუნდების მეპატრონის და დაფინანსების წყაროსთან არაფერ შუაშია და ვინცარიცოდა აწიმაინც ნუღა დასვამს ამ კითხვას.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული