1.5 მლნ ლარი ჩემპიონს! - გორის "დილას" ბიუჯეტი დაუმტკიცეს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი გორის "დილა" ფინანსურ კრიზისს თავს დააღწევს.

კლუბისთვის ბიუჯეტის დამტკიცება გორის მუნიციპალიტეტეის მხრიდან რამდენჯერმე გადაიდო და ეს პროცესი გაჭიანურდა.

საბოლოოდ კი, გორის მუნიციპალიტეტმა, 6 თებერვალს, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს ბიუჯეტი დაუმტკიცა და ის 1.5 მილიონი ლარით განისაზღვრა.

აქედან, 500 000 ლარამდე, კლუბს დავალიანებები აქვს გასასტუმრებელი, ნაწილი კი ბავშვთა ფეხბურთს უნდა მოხმარდეს.

სეზონის ბოლომდე, "დილას" დასახარჯად, დაახლოებით, 600 000 ლარი ექნება, მაგრამ, თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ კლუბის სახელფასო ბიუჯეტი, ყოველთვიურად 189 000 ლარს აღემატება, სავარაუდოდ, გორელები, სეზონს კვლავ პრობლემებით ჩაამთავრებენ.


თუმცა აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ფეხბურთელმა "დილას" რიგები დატოვა და შესაძლოა სახელფასო ბიუჯეტი შემცირდეს.

შეგახსნებთ, რომ ახლა უჩა სოსიაშვილის გუნდი თურქულ შეკრებაზე იმყოფება. ჩვენი ინფორმაციით, "დილამ" შეკრების ფული ჯერ არ გადაუხდია.
მკითხველის კომენტარები / 13 /
goreli-ს. დათო კვირკველიას, ირაკლი ძარიას და რომა ახალკაცის დარ და გამოცდილ ფეხბურთელს, ბევრი გუნდი ინატრებდა. მე პირიქით მგონია. ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ახლა ლეგიონერია, თავისი კარიერის ბოლო წლები (ისე როგორც დათო კვირკველიამ), საქართველოს ჩემპიონატში უნდა ითამაშოს. ეს ძალზე წაადგება ფეხბურთის განვითარებას. მომინდომა ამ goreli-მა მილიონნახევრად მესი და სუარესი. ნავალოვსკიმ კი ზალიან დიდი შეცდომა დაუშვა გორში თამაშს რომ დათანხმადა. მას უკვე დაკარგული ქონდა ნაკრებში ადგილი. ახლა კი ცოტა სანსი მაინც დარცა. შენ ისე გესმის ფეხბურთი goreli-ო, როგორც მე ჩინური.
tazo
08 თებერვალი 2016 10:39
0
ფეხბურთის განვითარების პროგრამა და ფონდი გუნდების მეპატრონის და დაფინანსების წყაროსთან არაფერ შუაშია და ვინცარიცოდა აწიმაინც ნუღა დასვამს ამ კითხვას.
quTaiseli
08 თებერვალი 2016 10:34
0
rio-ს. ნუ მიწყენ და არა მგონია შენ ფეხბურთის რეალური გულშემატკივარი იყო. ეს ერთი. მეორე, ძალზე ჩამორჩენილხარ ცხოვრებას თუ ასე ფიქრობ. სასაცილოა როცა ამბობ "დინამო" ხრეშიან მოედანზე ვარჯიშობდაო. იქნებ ის ხრეშიანი სავარჯიშო ადგილი დაგვისახელო. მე რაც მახსოვს (საპენსიო ასაკს მიუკაკუნე), დინამოს საბჭოთა პირობებში, ერთ-ერთი კარგი ბაზა ქონდა დიგომში (იქვე ვცხოვრობ და ფაქტიურად ყველა ვარჯიშს ვადევნებდი თვალს აივნიდან თუ ადგილზე), შეკრებებს კი ლესელიძისა და ლიძავას საუკეთესო საფეხბურთო ბაზებზე აკეთებდა. ასე, რომ რაც ნაკლებ ტყუილს ამცნობ ახალგაზრდობას, მით უკეთესი. ეს ისეთივე ბლეფია, როგორც ზოგიერთების მონოლოგები იმის შესახებ, რომ დინამოს მაშინდელი ფეხბურთელები თურმე, სუფთა ხელფასზე ცხოვრობდნენ და სხვა არანაირი შემოსავალი არ ქონდათ. კარგით რა!! ხრეშზე არა ნახერხზე...
kote
08 თებერვალი 2016 09:56
0
დილა გორის სიამაყეა!
gio
08 თებერვალი 2016 08:08
0
მე მკითხოს კაცმა არცერთ გუნდს შეკრებაზე არ გაუშვედი ზედმეტი ხარჯია დინამოს ძველი თაობა ხრეშიან მოედანზე ვარჯიშობდა თურქები გაამდიდრეთ
rio
07 თებერვალი 2016 19:49
0
გაუმარჯოს დილა გორს
Zura
07 თებერვალი 2016 18:58
0
ნავალოვსკიზე დამწკდა გული
elgvisa
07 თებერვალი 2016 18:02
0
აბა ფეხბურთის განვითარების პროგრამა ვისთვის დაიწერა? გამგეობებმა ისევ უნდა არიგონ ფული და ელოდონ "ატკატებს"?
1
07 თებერვალი 2016 17:13
0
მერე თუნდაც შენს მიერ დასახელებულ გუნდებში რომელზე იტყვი კარგი ფეხბურთელიაო?! ტრანფერზე რომ დააყენო ნებისმიერი ფეხბურთელი ამ გუნდებიდან რომელში გადაიხდიან 3 ლარს???????
chicharito-s
07 თებერვალი 2016 16:28
0
მოეშვით დაბოღმილ კომენტარებს რა. თითქმის ასეთი ბიუჯეტი აქვს ტორპედოს და ბათუმის დინამოს. მაგრამ თქვენთვის დილაა მთავარი გასაკრიტიკებელი თემა, რას ვიზამთ :))) კარგად იყო აღნიშნული რომ გამოყოფილი თანხის გარკვეული ნაწილი ბავშვთა ფეხბურთს და ინფრასტრუქტურას მოხმარდება, ცნობისთვის საერთო დაფინანსების პროგრამა ჯერ არ ამოქმედებულა :) წარმატებები ყველა გუნდს
chicharito
07 თებერვალი 2016 15:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული