ჩიხურა-ვერეია 4:4 - უხვგოლიანი სპარინგი ბულგარელებთან

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურამ" თურქეთში მოსამზადებელ ეტაპზე ორი საკონტროლო შეხვედრა გამართა და ორივე ფრედ დაასრულა.

სლოვაკურ "დომჟალესთან" მატჩი უგოლოდ დასრულდა - 0:0. მეორე შეხვედრა კი "ჩიხურამ" ბულგარეთის მე-2 დივიზიონის ბინადარ სტარა ზაგორას "ვერეიასთან" გამართა.

სხვათა შორის, ბულგარელებს ქუთაისის "ტორპედოსთან" უნდა ეთამაშათ, თუმცა ორგანიზატორებმა სპარინგ-პარტნიორი შეუცვალეს. პირველისგან განსხვავებით, საჩხერელთა ეს მატჩი უხვგოლიანი და საინტერესო გამოდგა.

სოსო ფრუიძის გუნდი 36-ე წუთისთვის გიორგი ჭანკოტაძისა და დავით მეგრელიშვილის გოლებით 2:0 დაწინაურდა, თუმცა ბულგარელებმა მეორე ტაიმის დასაწყისისთვის წონასწორობის აღდგენა მოახერხეს.

მალევე, კახა კაკაშვილმა "ჩიხურა" ისევ დააწინაურა -
3:2. თუმცა იმერლებმა უპირატესობა ვერც ამჯერად შეინარჩუნეს და მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე თავად აღმოჩნდნენ მდევრის როლში - 3:4.

მატჩს წერტილი დაუსვა მიხეილ სარდალიშვილმა, რომელმაც "ჩიხურა" მარცხისგან იხსნა - 4:4.

ჩიხურა დომჟალესთან: კაკალაძე, კორიფაძე, კაშია, განუგრავა, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი (კაკაშვილი), ენუქიძე (ჭანკოტაძე), სარდალიშვილი, დეკანოიძე (ჭეჭელაშვილი), კირკიტაძე, ხარაბაძე (მეგრელიშვილი).

ჩიხურა ვერეიასთან: მწყერაშვილი, კორიფაძე (განუგრავა), კაშია, (დობროვოლსკი), კუსიანი, მეგრელიშვილი, კაკაშვილი, ჭეჭელაშვილი, ჭანკოტაძე, კირკიტაძე, სარდალიშვილი, ხარაბაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული