სიონი-ჰობრო 0:2 - იყო თამაშგარე?

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონმა" თურქულ შეკრებაზე მორიგი სპარინგი ჩაატარა. ვარლამ კილასონიას გაწვრთნილი გუნდი დანიური სუპერლიგის ბინადარ "ჰობროს" დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

თამაშს ძალიან დიდი დაღი დაასვა ცუდმა ამინდმა. ქროდა ძლიერი ქარი. ამის გამო ძალიან ბევრი იყო ტექნიკური წუნი.

შეხვედრის დასაწყისში "ჰობროს"თავდამსხმელ ჯორჯს ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა მეკარე ნანიევმა და კაპიტანმა სვანიძემ არ გაატანინეს. მერე შანსი "სიონსაც" ჰქონდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გოგინაშვილმა იაქტიურა.

საერთოდ, თამაში ძალიან ხისტ ბრძოლაში წარიმართა. დანიელთა მიერ შესრულებული რამდენიმე "სტანდარტისას" მეკარე ნანიევმა იყოჩაღა.

პირველი გოლი "ჰობრომ"
59-ე წუთზე გაიტანა. გაჩნდა ეჭვი, რომ გოლის ავტორი, ფრანგი ფორვარდი დომორო, თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა... ბოლნისელებმა არბიტრს ამაზე მიანიშნეს კიდეც, თუმცა... გოლი მაინც ჩაითვალა.

მოგვიანებით, ბოლნისელთა კარის დარაჯთან პირისპირ გავიდა კირკევოლდი და შანსი ცივსისხლიანად გამოიყენა.

მომდევნო საკონტროლო მატჩს "სიონი" 9 თებერვალს, ოდესის "ჩერნომორეცთან" გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული