ქუთაისის "ტორპედო": პრეზიდენტი დანიშნეს, მეტოქე შეცვალეს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოში" საკადრო ცვლილება მოხდა: აქამდე კლუბს პრეზიდენტი არ ჰყავდა, ახლა კი ამ თანამდებობაზე თემურ ჩეჩელაშვილი დანიშნეს.

ის უკვე ჩავიდა თურქეთში და ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს გაეცნო.

დღეს კი, 9 თებერვალს, "ტორპედო" თურქულ შეკრებაზე ბოლო (მეხუთე) საკონტროლო მატჩს გამართავს. ქუთაისელთა მეტოქე სერბეთის უმაღლესი ლიგის კლუბი "იაგოდინა" უნდა ყოფილიყო, თუმცა ბოლო მომენტში მეტოქე შეიცვალა და ახლა ქუთათურები ბულგარეთის II დივიზიონის ბინადარ სტარა ზაგორას "ვერეიას" შეხვდებიან.

ცნობისთვის, ამ კლუბთან რამდენიმე დღის წინათ ისპარინგა საჩხერის "ჩიხურამაც", რომელიც ბოლო წუთებზე გადაურჩა მარცხს - 4:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ინტელექტუალური კეფაა აქვს :))
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული