დილა-იაგოდინა 2:2 - ოთხი გოლი, ორი გაძევება

AutoSharing Option
გორის "დილამ" თურქულ შეკრებაზე სერბულ "იაგოდინასთან" ისპარინგა. შეხვედრა 2:2 დამთავრდა.

ანგარიში მე-5 წუთზე სერბებმა გახსნეს. 33-ე წუთზე ისლამ მაშუკოვის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გოლად ირაკლი მოდებაძემ გარდასახა.

გავიდა ორიოდ წუთი და სერბები ისევ დაწინაურდნენ. ასეც მორჩა პირველი ტაიმი - 2:1.

საბოლოო ანგარიში 79-ე წუთზე მათე კვირკვიამ დააფიქსირა. მან ლევან საბაძის გადაცემის შემდეგ გამოიჩინა თავი.

მატჩის ბოლოსკენ არბიტრმა მინდვრიდან მოდებაძე და ერთ-ერთი სერბი გააძევა, საბოლოოდ - 2:2.

მორიგი ამხანაგური შეხვედრა უჩა სოსიაშვილის გუნდს 11 თებერვალს, დანიის პირველლიგელ "ვენდისელთან" აქვს დაგეგმილი.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული