მერანი-იანგ ბოიზი (რეზერვი) 1:1 - მხსნელი საბანაძე

AutoSharing Option
მარტვილის "მერანმა" თურქული შეკრება შვეიცარიული "იანგ ბოიზის" სარეზერვო შემადგენლობასთან სპარინგით დაასრულა.

"მერანს" სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ დაეხმარნენ ტეიდი (ვიზასთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემები და დროებით "ცხინვალში" ვარჯიშობს), წყაროზია, გაზდელიანი და კენჩხაძე.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი ჯერ შვეიცარიელები დაწინაურდნენ, ხოლო შემდეგ წონასწორობა ნიკა საბანაძემ აღადგინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 1:1.

მერანი: მამალაძე, მელიავა (რუხაია), გიორგაძე, ორბელაძე (ი. ციცხვაია), გეგია, ხაბელაშვილი (ჯღამაია), ჯიქია, გოგუაძე (გოგოლიძე), კიკნაველიძე, ჩიმაკაძე (აშორტია), საბანაძე.

მარტვილის გუნდი საქართველოში 11 თებერვალს დაბრუნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული