საბურთალო-ლუშტენაუსი 1:6 - წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს...

AutoSharing Option
"საბურთალომ" თურქულ შეკრებაზე ავსტრიის პირველლიგელ "ლუშტენაუსთან" საკონტროლო შეხვედრა გადახალისებული შემადგენლობით გამართა.

ეს მატჩი შეკრებამდე დაგეგმილი არ იყო, თუმცა ერთი სპარინგის დამატება თბილისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა ისურვა. ის ძირითადად იმ ფეხბურთელებს დაეყრდნო, რომელთაც წინა მატჩებში ნაკლები პრაქტიკა ჰქონდათ.

"საბურთალომ" ავსტრიელებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 1:6 დამარცხდა. ერთადერთი საპასუხო გოლი ელვინ ტერამ გაიტანა.

"საბურთალო" თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო შეხვედრას დღეს, 10 თებერვალს, სერბეთის პირველი ლიგის კლუბ "ნაპრედაკთან" გამართავს, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდება.

საბურთალო: ქურდაძე, ბულუხაძე, შიხაშვილი, ბაკურაძე, მამუჩაშვილი, ხორხელი, კოხრეიძე,
ლაკვეხელიანი, ცაცკრიალაშვილი, რუხაძე, ივანიაძე; შეცვლაზე: ჩოჩიშვილი, იაშვილი, სოფრომაძე, მარგველაშვილი, თოთაძე, ალთუნაშვილი, ტერა, ბიძინაშვილი, ხარაიშვილი, გოშთელიანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სირცხვილია მეტი არაფერი! აი ეს არის ჩვენი ჩემპიონატის დონე..
georgian
16:09 10-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული