ოლბორგი-სიონი 4:3 - თრილერი დანიელებთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ანტალიურ შეკრებაზე მყოფმა ბოლნისის "სიონმა" მეოთხე ამხანაგური მატჩი გამართა. ბოლნისელები დანიის სუპერლიგის მეორეადგილოსან "ოლბორგთან" ანგარიშით 3:4 დამარცხდნენ.

თამაში სწრაფ ტემპში დაიწყო. ბასოგოგმა კონტრშეტევაზე კარგად ითამაშა და მე-5 წუთზე ანგარიში გახსნა. მე-11 წუთზე ოთარაშვილმა ითამაშა კარგად. მან სისწრაფეში დანიელთა მცველი დაჯაბნა, რომელმაც ოთარაშვილი წესების დარღვევით გააჩერა. ბოლნისელებმა საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენეს.

ბასოგოგიმ მე-13 წუთზე მეორე გოლიც გაიტანა, კონტშეტევაზე, ტატანაშვილს ჰქონდა შანსი, თუმცა მან მცველი ვერ მოატყუა, დანიელებმა ბურთი წამოიღეს და მარჯვენა ფლანგიდან მცველების შეცდომით, ანგარიში ორამდე გაზარდეს. ზუსტად ერთ წუთში ტატანაშვილმა
ლარსენის კარი აიღო. მან შორიდან, ძლიერად და ზუსტად დაარტყა. “სიონისთვის” ეს გოლი, თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ საკონტროლო შეხვედრებში, პირველი იყო. ამის შემდეგ ორივე გუნდს ანგარიშის გაზრდის შანსი ჰქონდა, თუმცა პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.

მეორე ტაიმის პირველივე წუთებზე “სიონმა” კიდევ ერთი გოლი გაუშვა, ამჯერად ბრუნიმ ბოლნისელთა მარცხენა ფლანგი გაარღვია და მერლანს აუღებელი დაურტყა - 3:1.

მიუხედავად სამი გაშებული გოლისა, ვარლამ კილასონიას ფეხბურთელებმა თამაშს მოუმატეს. რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს. მანჯგალაძემ სიღრმიდან კარგად წამოიღო ბურთი, ჩამოიტოვა მცველები, ერთი-ერთზე გავიდა მეკარესთან, თუმცა სუსტად დაარტყა და ლარსენს ბურთის მოგერიება აღარ გასჭირვებია.

ბოლნისელთაგან მეორე გოლი შეცვლაზე შემოსულმა გოგინაშვილმა გაიტანა. ტატანაშვილმა ბრძოლაში ბურთი შეინარჩუნა, გასცდა სამ მცველს, კარგი პასი გაუკეთა გოგინაშვილს, რომელმაც მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

მატჩის მიწურულს ბოლნისელები შეცდნენ. მცველების შეუთანხმებელი თამაშით ენევოლდსენმა ისარგებლა და “სიონის” კარში მეოთხე ბურთი გაიტანა. მარცხენა ფლანგზე გოგინაშვილმა ითამაშა კარგად, სწრაფად წამოიღო ბურთი, კარგ პოზიციაზე მყოფ მანაგაძეს უპასა, დანიელთა მცველმა ბურთის მოგერიებაზე ითამაშა, თუცა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

შეხვედრის უკანასკნელ წუთზე ბოლნისელებს ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდათ. საჯარიმოს ხაზთან დანიელებმა მანაგაძე წესების დარღვევით გააჩერეს. საჯარიმო დარტყმა გიორგი კილასონიამ საკუთარ თავზე აიღო. მან კარში ძლიერად დაარტყა, მაგრამ მეკარემ კარგად ითამაშა.

“სიონი” ანტალიაში ბოლო ამხანაგურ შეხვედრას “აქტობეს” წინააღმდეგ 12 თებერვალს გამართავს.

ამხანაგური მატჩი
ოლბორგი-სიონი 4:3
გოლები: ბასაგოგი 1:0 (5’) 2:0 (13’), ტატანაშვილი 2:1 (14’), ბრუნი 3:1 (47’), გოგინაშვილი 3:2 (67’), ენევოლდსენი 4:2 (70’), სელვმალი 4:3 (85’)
სიონი: (4-3-2-1): მერლანი, სვანიძე, ოთარაშვილი კილასონია ვ, საჯაია, რაზმაძე, გვალია, მანჯგალაძე, შალამბერიძე, კობახიძე, ტატანაშვილი;
მეორე ტაიმი: მერლანი, ოთარაშვილი, ვ. კილასონია, სვანიძე, საჯაია, გვალია (კილასონია გ.), რაზმაძე (გოგობერიშვილი), მანჯგალაძე, გოგინაშვილი, ისიანი, ტატანაშვილი (მანაგაძე);

წყარო: fcsionibolnisi.com
მკითხველის კომენტარები / 3 /
სიონის პრესსამსახურის მიერ გაკეთებულ მიმოხილვას დააკვირდით და მატჩის ვიდეომიმოხილვას, მანჯგალაძის მომენტზე და მეორე გოლის მომენტზე სამი მცველის ჩამოტოვება და კარგი პასი :) ვიდეოში აშკარად სხვა სიტუაციებია, პრესსამსახური ვერ ქაჩავს, არა და ანგარიშიც მისაღებია და მეტოქეც ძლიერია, ზედმეტი შელამაზება არაა საჭირო :)
ქართული ფეხბურთი
13:12 12-02-2016
0
პრესა მისაპრესია :)
sudaneli
14:36 12-02-2016
0

სიახლეები პოპულარული