ეროვნული ნაკრების წევრმა მიმდინარე სეზონი ალბანურ "ფლამურტარიში" დაიწყო, ჩემპიონატის 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა, თუმცა ზამთარში კლუბი ფინანსური პრობლემების გამო დატოვა. "ლოკომოტივს" კი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და პრეზენტაციაზე 7-ნომრიანი მაისურაც გადაეცა.
ბაჩანა ცხადაძე ახალწვეულებში ერთადერთია, რომელიც გუნდს მხოლოდ სეზონის ბოლომდე დაეხმარება (ყველა დანარჩენმა ხელშეკრულება 2018 წლამდე გააფორმა).
"იყო ინფორმაცია, თითქოს, "ცხინვალში" ვითამაშებდი. ეს მეც პრესიდან შევიტყვე. რეალურად, იქ მხოლოდ ფორმის შესანარჩუნებლად ვვარჯიშობდი, რისთვისაც კახა კაჭარავას მადლობელი ვარ.
რაც
რა თქმა უნდა, უცხოეთში წასვლაზე ვფიქრობდი, მაგრამ რეალური, სასურველი წინადადება არ მქონია. ამავე დროს, დღეს კლუბის პრეზიდენტ ლექსო თოფურიას შევხვდი და მისი მიდგომა და ფეხბურთელთან დამოკიდებულება მომეწონა.
ჩემი მიზანია, გუნდს გამოვადგე და მიზნების მიღწევაში დავეხმარო. ასე რომ, ამ ნაბიჯს სულაც არ ვნანობ", - ამბობს ცხადაძე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"