უმაღლესი ლიგა. XVI ტური: თბილისის "დინამომ" გაჭირვებით მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 19 თებერვალს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XVI ტურის შვიდი შეხვედრა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ სამი მატჩი ფრედ დასრულდა, სამში კი გამარჯვება სტუმრებს დარჩათ.

3 ქულის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა გადახდა თავს სატურნირო ცხრილის ლიდერ თბილისის "დინამოს", რომელიც თერჯოლის "საპოვნელას" ზესტაფონში დაუპირისპირდა.

იურაი იარაბეკის
გუნდი თენგიზ ჩიკვილაძის ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმის შემდეგ აგებდა, თუმცა "დინამომ" მატჩის ბედის შემოტრიალება მაინც მოახერხა.

განსაკუთრებით დრამატული შეხვედრის ბოლო წუთები
აღმოჩნდა, როდესაც მსაჯმა თერჯოლელთა კარში 11-მეტრიანი დანიშნა. ალექსანდრე იაშვილის დარტყმული მეკარემ აიღო (დამატებაზე ჯაბა ჯიღაურმა მაინც გაიტანა), მაგრამ მსაჯმა დარტყმის განმეორებით შესრულება მოითხოვა. მეორე ცდაზე "იაშკას" გატანა აღარ გასჭირვებია.
იხილეთ მატჩის ყველა გოლი
Sportall.Ge

სტუმრად მოიპოვა სამი ქულა მოქმედმა ჩემპიონმა გორის "დილამაც", რომელმაც მინიმალური ანგარიშით ფოთის "კოლხეთს" სძლია.

სატურნირო ცხრილის სათავეში თბილისის "დინამოა" 43 ქულით, 38 ქულაა მეორეადგილოსანი "დილას" ანგარიშზე.

უმაღლესი ლიგა. XVI ტური
სიონი-გურია 1:1
გოლები: 1:0 ვარლამ კილასონია (პენ. 33), 1:1 ევგენი მოროზენკო (37).

მერანი-ტორპედო 2:1
გოლები: 1:0 ვანო ხაბელაშვილი (6), 1:1 ოლეგ მამასახლისი (59), 2:1 ვანო ხაბელაშვილი (78)

კოლხეთი-დილა 0:1
გოლი: 0:1 ირაკლი ძარია (63).

საბურთალო-ცხინვალი 2:2
გოლები: 1:0 გიორგი ხარაიშვილი (3), 2:0 გიორგი ფანცულაია (35), 2:1 გიორგი ივანიშვილი (50), 2:2 თორნიკე გორგიაშვილი (პენ. 64).
გაძევება: ოთო გოშაძე (საბურთალო, 62), უჩა ბერძენაძე (ცხინვალი, 71).

საპოვნელა-დინამო (თბ) 1:2
გოლები: 1:0 თენგიზ ჩიკვილაძე (72), 1:1 გიორგი ქვილითაია (75), 1:2 ალექსანდრე იაშვილი (94).

შუქურა-სამტრედია 1:1
გოლები: 1:0 გრიგოლ დოლიძე (22), 1:1 ბუდუ ზივზივაძე (50).

ზუგდიდი-დინამო (ბთ) 0:1
გოლი: 0:1 მარკო მიჰაილოვიჩი (43).

ტური დღის ბოლოს, თბილისის "ლოკომოტივისა" და საჩხერის "ჩიხურას" დაპირისპირებით დასრულდება, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 სთ-ზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 40 /
ტრაწლიგააა არაფერი არ ეშველება დინამომ ძაან ცუდად ითამაშა
gio
19 თებერვალი 2016 17:10
0
მაინც გავარდა :D უფულო დილა ჯობია ეხლანდელ დინამოს
sapovnela
19 თებერვალი 2016 17:07
0
მეგონა გამოცწორდებოდა მდგომარეობა მაგრამ ვატყობ რომ ვცდები დასანანია
maxo
19 თებერვალი 2016 17:04
0
ესეც ტქვენი ნაქები კობიაშვილ-ხეჩიკიანი
7777
19 თებერვალი 2016 16:58
0
რა შუაშია ევრო გიმნი ხალხო გადავირევი, კარგით რა გვეყფა სხვის უკანალში ძრომა.

სადაა ქართული თვითმყოფადობა.
დათო
19 თებერვალი 2016 16:52
0
ხალხო სირცხვილია, სირცხვილი, ასეთი დინამო რა ჯანდაბად გვინდა, დილას რომ კაპიკებს უთვლით, იმიტომ რომ დინამო ძალად გახადოთ ჩემპიონი,ხომ. ამის მერე რასამართალზეა ლაპარაკი. ნუთუ დინამოს ფეხბურთელებს არ სცხვენოდათ სტადიონს რომ ტოვებდნენ?
vaxo
19 თებერვალი 2016 16:51
0
სანამ არ მოაგებიეს დინამოს მანამდე არ დაამთავრეს თამაში როდემდე უნდა ათრიონ ასე ეს დამპალი გუნდი 6 წუთი დაამატა სუდიამ ფიფია ლობირებს ფედერაციში დინამოს კობიასჰვილსაც მალე გამოათრევენ კაბინეტიდან
მწარე55
19 თებერვალი 2016 16:44
0
ეგრე პენალტის დანიშვნა პირველ ტაიმშიც შეიძლებოდა დინამოს კარში
სირცხვილია!!!!
19 თებერვალი 2016 16:35
0
Eგრეა ეხლა 3.5 მილიონი ხო უნდა ჩაიჯიბონ ისედაც გაზულუქებულმა დინამოს მესვეურებმა.სამარცხვინოა ესეთი დამოკიდებულება.
zviad
19 თებერვალი 2016 16:29
0
ვერაფერს ვიტყვი იყო თუ არა პენალტი, რაგდან არ უჩვენებიათ .... თამაში. ეს სუბიექტები კი, ვინც აქ აკომენტარებს და გაიძახის, რომ დინამოს მოაგებინესო, ალბათ სტადიონზე იყვნენ და ასე შეაფასეს. თუმცა არა მგონია ისინი ზესტაფონში დასწრებოდნენ თამაშს. თუ ესწრებოდნენ, მაშინ ის კი არ უნდა ამტკიცონ, რომ დინამოს მოაგებინეს, არამედ ის, იყო თუ არა ნამდვილად პენალტი დასანიშნი.
amshik
19 თებერვალი 2016 16:26
0

სიახლეები პოპულარული