უმაღლესი ლიგა. XVI ტური: თბილისის "დინამომ" გაჭირვებით მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 19 თებერვალს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XVI ტურის შვიდი შეხვედრა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ სამი მატჩი ფრედ დასრულდა, სამში კი გამარჯვება სტუმრებს დარჩათ.

3 ქულის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა გადახდა თავს სატურნირო ცხრილის ლიდერ თბილისის "დინამოს", რომელიც თერჯოლის "საპოვნელას" ზესტაფონში დაუპირისპირდა.

იურაი იარაბეკის
გუნდი თენგიზ ჩიკვილაძის ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმის შემდეგ აგებდა, თუმცა "დინამომ" მატჩის ბედის შემოტრიალება მაინც მოახერხა.

განსაკუთრებით დრამატული შეხვედრის ბოლო წუთები
აღმოჩნდა, როდესაც მსაჯმა თერჯოლელთა კარში 11-მეტრიანი დანიშნა. ალექსანდრე იაშვილის დარტყმული მეკარემ აიღო (დამატებაზე ჯაბა ჯიღაურმა მაინც გაიტანა), მაგრამ მსაჯმა დარტყმის განმეორებით შესრულება მოითხოვა. მეორე ცდაზე "იაშკას" გატანა აღარ გასჭირვებია.
იხილეთ მატჩის ყველა გოლი
Sportall.Ge

სტუმრად მოიპოვა სამი ქულა მოქმედმა ჩემპიონმა გორის "დილამაც", რომელმაც მინიმალური ანგარიშით ფოთის "კოლხეთს" სძლია.

სატურნირო ცხრილის სათავეში თბილისის "დინამოა" 43 ქულით, 38 ქულაა მეორეადგილოსანი "დილას" ანგარიშზე.

უმაღლესი ლიგა. XVI ტური
სიონი-გურია 1:1
გოლები: 1:0 ვარლამ კილასონია (პენ. 33), 1:1 ევგენი მოროზენკო (37).

მერანი-ტორპედო 2:1
გოლები: 1:0 ვანო ხაბელაშვილი (6), 1:1 ოლეგ მამასახლისი (59), 2:1 ვანო ხაბელაშვილი (78)

კოლხეთი-დილა 0:1
გოლი: 0:1 ირაკლი ძარია (63).

საბურთალო-ცხინვალი 2:2
გოლები: 1:0 გიორგი ხარაიშვილი (3), 2:0 გიორგი ფანცულაია (35), 2:1 გიორგი ივანიშვილი (50), 2:2 თორნიკე გორგიაშვილი (პენ. 64).
გაძევება: ოთო გოშაძე (საბურთალო, 62), უჩა ბერძენაძე (ცხინვალი, 71).

საპოვნელა-დინამო (თბ) 1:2
გოლები: 1:0 თენგიზ ჩიკვილაძე (72), 1:1 გიორგი ქვილითაია (75), 1:2 ალექსანდრე იაშვილი (94).

შუქურა-სამტრედია 1:1
გოლები: 1:0 გრიგოლ დოლიძე (22), 1:1 ბუდუ ზივზივაძე (50).

ზუგდიდი-დინამო (ბთ) 0:1
გოლი: 0:1 მარკო მიჰაილოვიჩი (43).

ტური დღის ბოლოს, თბილისის "ლოკომოტივისა" და საჩხერის "ჩიხურას" დაპირისპირებით დასრულდება, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 სთ-ზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 40 /
da kidev ert iqneb sapovnelam itamasha magrad da ara dinamom susuttad?ratom ukargavt sapovnelas karg tamashs mat stimuli meti qondat da motivaciaa vidre dinamos.es ert meore me dinamos gulshematkivari var da ra var tbiliseli esiki mona var:)kiev pipias agineb aq bevri rato?dzliv dinamos imiji rom agudgina?dila jobia rom ambobt dzveli gamotqmis ariyos eg abanoshi gamochdeba:)anu am shemtxvevashi stadionze:)maxarbs rom gulshematkivrebi aqtiuroben es pexburts uxdeba magra sheurawyoba?chven xom inglishi ar vcxovrobt rom davchamot ertmaneti.yvelas gisurvebt wartebas tqven da tqven gundebs me dinamos gamarjveba mindaa dinamos puli tu eqneba sxva gundebs pulit moaramageb sxva gundebi ki motamasheebit.sxvasac tu eqneba puli kidev uketesi pirveli ligis gundebi ixeireben.
lasha
20 თებერვალი 2016 13:56
0
ukacravad magram tu pexburtse laparakobt pexburtze ilaparaket rato exebit qalaqebs?yvelam tavis gundis kargi tqva ar jobia qalaqi da raionebi chven tu qartveli gqvia ertnaerat unda gviyvrdes yvea sheidzleb mshobliuri upro tkbili iyos ega da eg.dge saqartvelo mxolod ori stambulis xelaa anu erti didi qalaqis xela gamova.da ra ver gavyavit?
lasha
20 თებერვალი 2016 13:49
0
ძალიან სამწუხაროა რომ ყველა აქცენტს დინამოს სისუსტეზე აკეთებს და არავის უთქვამს რომ საპოვნელა გადახალისდა და მეორე სეზონში საკმაო სიურპრიზებს უნდა ველოდეთ მისგან.მსაჯობას რაც შეეხება,ეს უკვე მარაზმში გადავიდა"ქართველი მსაჯები ქართული ფეხბურთის წინააღმდეგ"
Terjolelebi
20 თებერვალი 2016 12:22
0
რყყყყყყყყყყყყყყყუჯყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტყყყყყყყყყყყყყყყუყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყ
აფდრტყჰ
20 თებერვალი 2016 07:55
0
ბოლო ადგილზე მყოფ გუნდს ვერ მოუგო დგეს დინამომ რომ არა მსაჯის დახმარება. ვაი მაგნაირ მოგებას გახვალენ სადმე ალბათ ევროპის ლიგაზე იქ მსაჯი ვერ მოგეხმარებათ და ბურთსაც გადაგახევენ თავზე. დღეს რასაც უყურე მივსხვდი რო საქართველოში ფეხბურთი არასდროს იკენაბა ნორმალურ დონეზე.ესე თუ იგებს დინამო ყველა თამაშებს მაშინ რაღად გვინდა ჩემპიონატი მიცენ ყოველ წელს პირდაპირ ჩემპიონობა ერთ დროს კარგ და ეხლა ჩამკვდარ გუნდ დინამოსსსსს.
sapovnela
20 თებერვალი 2016 03:30
0
თერთმეტმეტრიანის დანიშვნაში მსაჯს ვერ შეეკამათები–მას ამის საფუძველი გააჩნდა.შემდეგი განვითარებული
მოვლენები უკვე მისი შეცდომა იყო.თუ საჯარიმოში ადრე თერჯოლის ფეხბურთელი შევიდა,მაშინ წესების თანახმად დარტყმა არ უნდა განმეორებულიყო.ხორავამ დარტყმა იმიტომ გაამეორებინა,რომ საჯარიმოში ადრე ჯიღაური შევიდა. ამ შემთხვევაში,წესების თანახმად დარტყმა მაშინ უნდა გაემეორებინა,თუკი იაშვილი გოლს პირდაპირ გაიტანდა.ხოლო ამ შემთხვევაში ხორავას თავისუფალი დარტყმა უნდა დაენიშნა თერჯოლელთა სასარგებლოდ.უბრალოდ,ისეთი დაძაბული მდგომარეობა იყო,რომ მსაჯი სწორად ვერ გაერკვა სიტუაციაში.
ზესტა
19 თებერვალი 2016 23:40
0
თბილიში დავიბადე გავიზარდე.../ და მთელი ჩემი ქვეყანა მიყვარს და არ შემიგინებია არცერთი კუთხისთვის ,, არ შეილება ქართველებო ასე , თორე დაგვენგრა ქვეყანა თავზე... / როგორ უნდა ამომივიდეს ცუდი სიტყვა ქუთაისის ტოპეტოზე, ან გურიაზე, დილაზე, და ა.შ.... მეტი პატივისცემა ერთმაბეთის მიმართ . საწყენია ძალიან იმ ქუთაისელი გულშემატკივრების სიტყვები, ისეთი გვარძლით იხსენიებენ თბილის გეგონება საქართველო კი არა სადგაც ჯანდაბა იყოს, და ასევე ვერ ვამართლებ იმ ხალხს ვისაც თბილისის იქით რა ხდება რო არ ესმის ( ისე ასეთ ხალხს თბილისი რუსტაველიდან თავისიფლებამდე გონიათ) .. მოკლედ შევეშვათ ამ ერტმანეთის ლანძგვა-გინებას და ამ სეპარატისტულ გამოხტომებს... ყველა გუნდის ქომაგი ვარ. წარმატებები ყველას
Vaso
19 თებერვალი 2016 23:27
0
ფაქტია დინამომ სუსტად ითამაშა მაგრამ მსაჯის დახმარება მანდ არ ყოფილა, პენალი ნამდვილად იყო მანამდეც 2 ჯერ შეეძლო მსაჯს დანიშვნა.ვინც ნახა თამაში ის ნახავდა, თანაც მესამე დამატებულ წუთზე დაინიშნა და არ დაუმატებია 7 წუთი, უბრალოდ პენალის შემდეგ საპოვნელას პეხბურთელი დროზე ადრე დაიძრა ადგილიდან და მაგიტომაც გაამეორებინა მსაჯმა დარტყმა და ამიტომაც გაიწელა 7 წუთი, თუ მსაჯი ეხმარებოდა დინამოს მაშინ პირველივე პენალზე ჩათვლიდა გოლს და აღარ გაამეორებინებდა დარტყმას
გიო
19 თებერვალი 2016 22:19
0
რა არის ეს რა ძალიან ბოღმა და ბოროტული კომენტარებია კაცო :დდ ჯერ ყველაფერი წინაა დინამო შევა ფორმაში, მაგრამ დილა მაინც საუკეთესოა ^_^
chicharito
19 თებერვალი 2016 22:05
0
ჰა გაგიხარდათ დინამოს მონებო ფთუი ასეთ ჩემპიონატს ყველაფერი თბილისი და დინამო რომ გგონიათ საცოდავებო ერთი საკმაოდ არაფრის მომცემი გაზვიადებული ვითომ ევროპული საზომებით ტრადიციული გუნდი არაფრის არ მჯერა ჯერ დინამოს გოდება უნდა მოცილდეს ქართულ ფეხბურთს თუ განვითარება უნდა და შემდეგ შეიზლება რამეზე ფიქრი.
dyablo
19 თებერვალი 2016 18:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული